LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ისრაელში მცხოვრებ ქართველებს საელჩო აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

დაპოსტა 2020/04/25-ში
A A
132
ნახვა
გაზიარება

 

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, 26 აპრილს ღამის 00:00 საათიდან, ისრაელში, ქცევის ახალი ნორმები ამოქმედდება.

„რესტორნებსა და კაფეებში საკვების ყიდვა შესაძლებელი გახდება, გარეთ გატანის პირობით (take away);

მუშაობას იწყებენ საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები, კოსმეტიკური კაბინეტები;

მსხვილი სავაჭრო ცენტრების გარდა, გაიხსნება ყველა მცირე სავაჭრო ობიექტი, რომელიც მდებარეობს ღია სივრცეში ან ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში;

შრომითი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთა ზრუნვაზე („მეტაპლიმ“), დასაქმებულები მუშაობას შეძლებენ მხოლოდ ერთ დამქირავებელთან დროის ერთ მონაკვეთში, ან საერთო შინამეურნეობის მქონე რამოდენიმე პირთან;

ამასთანავე, პირბადეების ტარების წესი მკაცრდება – პირბადის ტარება სავალდებულო ხდება საზოგადოების თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, გარე ტერიტორიების ჩათვლით. წესები ვრცელდება როგორც 7 წლის ბავშვზე, ასევე მათზე ვინც დაკავებულია სპორტით. პირებს ვისაც აქვთ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები, თან უნდა იქონიონ ექიმის ცნობა;

დაჯარიმება მოხდება წესის დარღვევის პირველივე შემთხვევის დროს;

საზოგადოებრივ დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული წესების დაცვის გაძლიერებული კონტროლი განხორციელდება. აღნიშნულზე კონტროლის უფლებამოსილება დამატებით მიენიჭებათ პოლიციელებსა და ინსპექტორებს;

ობიექტებისთვის გათვალისწინებულია მუშაობის შემდეგი ნორმები:

1. რესტორნებსა და კაფეებში, გამყიდველსა და მყიდველს შორის უნდა იყოს აღმართული ბარიერი, რომელიც გამყიდველს დაინფიცირებისგან დაიცავს (ან პირიქით); თანამშრომლები სამსახურში უნდა გამოცხადნენ მორიგეობით, სამუშაო პროცესის დროს დაიცვან ორმეტრიანი დისტანცია. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა, ზედაპირთა დეზინფიცირება. უნდა განხორციელდეს ობიექტში მყიდველთა მორიგეობით შეშვება, ისე, რომ თითო სალაროსთან მომხმარებელთა რიცხვი დროის ერთ შუალედში არ აღემატებოდეს ორს, 100 კვ.მ. ფართობის შემთხვევაში დასაშვებია ოთხი ადამიანი დისტანციის დაცვით;

2. სავაჭრო ობიექტის მფლობელმა ფუნქციონირების დაწყებამდე, ადგილობრივ სამთავრობო ორგანოებს უნდა წარუდგინოს პირობების შესრულების შესახებ ხელმოწერილი დეკლარაცია. დაწესებულებაში შესვლამდე, ადმინისტრაციამ მომხმარებელს უნდა ჰკითხოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და შესაძლებლობების ფარგლებში გაუზომოს ტემპერატურა. დანარჩენი შეზღუდვები შეესაბამება პირველ პუნქტში აღწერილს;

3. საპარიკმახეროები, სილამაზის სალონები და კოსმეტიკური კაბინეტები, იმუშავებენ 1. და 2. პუნქტებში ჩამოთვლილი წესების შესაბამისად;

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთვარობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის, კონტროლი განსაკუთრებული სიმკაცრით განხორციელდება. წესების დამრღვევი დაწესებულება 2 ათასი შეკელით დაჯარიმდება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

თეგები: ისრაელიკორონა
გაზიარება54

დაკავშირებული -პოსტები

ცნობილია ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ვინაობა

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ცნობილია ქუთაისში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების ვინაობა
მთავარი

ავარიას ქუთაისში მათე ობოლაძე და ბერდია ხაბულიანი ემსხვერპლნენ. ავტომობილი, რომელშიც ახალგაზრდები იმყოფებოდნენ, მდინარე რიონში გადავარდა. შემთხვევა მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა.

დაწვრილებითDetails

მდინარე რიონში გადავარდნილი მანქანა ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა
მთავარი

"მეგა tv" -ის ინფორმაციით ქუთაისში, მდინარე რიონში გადავარდნილი ავტომობი ამოიყვანეს. როგორც მეგა tv-ს წყარო უყვება ახალგაზრდა მამაკაცები გარდაცვლილები იპოვეს. შემთხვევა რიონჰესის საგუბარის მიმდებარედ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

საქართველოში ოქრო გაძვირდა

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის უნციის ღირებულება 3 909 დოლარია. ერთი დღის განმავლობაში ძვირფასი ლითონის ფასმა 1.27%-ით იკლო. რაც შეეხება ვერცხლს, უნცია 49.05 დოლარი ღირს. ერთი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ქუთაისში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა
მთავარი

ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში, რიონჰესთან ავტომობილი გადავარდა. ,,მეგა ტვ"-ს ინფორმაციით ავტომობილში 2 ახალაგაზრდა იმყოფებოდა, სავარაუდოდ, 18-20 წლის ბიჭები. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სასწარფო დახმარებისა და სამაშველო...

დაწვრილებითDetails

ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველსა“ და „ფორმულას“ სასამართლოში უჩივლა
მთავარი

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის სარჩელი ტელეკომპანიების „ტვ პირველი“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა განაცხადა. ადვოკატის განმარტებით, ტელეკომპანიების სიუჟეტებში...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება – ცნობილია, ვინ რა შემთხვევაში დაჯარიმდება

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება. მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000...

დაწვრილებითDetails

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამტრედიაში იმყოფება

by მეგა TV
ნოემბერი 3, 2026
0
საპატრიარქოს უწყებანი მეუფე შიოს მიმართვას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამტრედიაში იმყოფება. შიო მესამის სამტრედიაში ჩასვლა ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავს უკავშირდება. თარიღთან დაკავშირებით სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღევლინა. შიო...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ გამოიკვლია ნია იმნაძის სახლში არსებული ფარული ჩანაწერების პატარა ეპიზოდი, იყო რამდენიმეწამიანი ეპიზოდი, სადაც ისმის ნია იმნაძისა და მისი მეგობრების კისკისი – ეკა კუპატაძე

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
ნია იმნაძის სახლში ფარული მოსასმენი იყო დამონტაჟებული, „მეტასთანაც“ თანამშრომლობდა პროკურატურა და მისი ტელეფონიდან მასალები აღდგა, ანასტასია ბერუაშვილი კი ჩვენებაში ამბობს, რომ თავდასხმის შესახებ იცოდა – გიგა ავალიანის დედა
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან....

დაწვრილებითDetails

“პროცესი საჯაროდ უნდა ჩატარდეს, რათა საზოგადოებამ ბრალდების უსაფუძვლობა დაინახოს” – ღარიბაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
“ხომ არ გავცვალოთ ადგილები?” – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სასამართლო პროცესზე
მთავარი

პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
ხვალ, ვისთან გაითიშება დენი მთელი დღის განმავლობაში – გადაამოწმეთ მისამართები
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბერს, 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"