ისრაელში, ნოვას ფესტივალზე დაკარგული ეთნიკურად ქართველი, თამარ გოლდენბერგი მოკლული აღმოჩნდა. ამი შესახებ ინფორმაცია მისმა დამ, მერი ლობატონმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე გაავრცელა.
“ღმერთმა 14 დღის შემდეგ ჩემში დარჩენილი იმედი წამართვა… თამი ხოცვა-ჟლეტის დროს ცივსისხლიანად მოკლეს… ბოდიში, რომ ამ ჯოჯოხეთის გავლა მოგიწია”. – წერს მერი ლობატონი სოციალურ ქსელში.
ისრაელში დაბადებული, ეთნიკურად ქართველი თამარ გოლდენბერგი საქართველოს მოქალაქის შვილია. მისი ოჯახი აფხაზეთიდანაა, ისინი ისრაელში 30 წლის წინ ჩავიდნენ. დაღუპულის ოჯახის წევრები ფიქრობდნენ, რომ ჰამასის თავდასხმის დღეს თამარი ტერორისტებმა გაიტაცეს









