ისრაელმა მისი მოსახლეობის ნახევარი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით უკვე აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით Guardian ავრცელებს.
ჯანდაცვის მინისტრმა იული ედელშტეინმა თქვა, რომ მთელი მოსახლეობის 50,07%-მა მიიღო ორივე ვაქცინის დოზა, ხოლო 55,96%-მა პირველი დოზა.
ისრაელმა ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვების შემსუბუქება თებერვლის ბოლოს დაიწყო. ბიზნესის და სკოლების უმეტესობამ, ისევე როგორც აეროპორტებმა, თანდათან განაახლეს საქმიანობა – ტევადობის შეზღუდვით. იანვრის შუა რიცხვებში, პანდემიის მესამე პიკის შემდეგ ისრაელში ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 85%-ით შემცირდა, ხოლო ახალი შემთხვევები 86%-ით.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ისრაელში კორონავირუსის 830-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 6 154 ადამიანი.