“ჩვენ კავშირზე ვართ ჩვენ მოქალაქეებთან, რომლებიც რეგისტრირებულები არიან საელჩოში და რომელთა ნომრებიც გვაქვს. ყველასთან განხორციელდა გუშინ სატელეფონო ზარი, და პრაქტიკულად ყველა მათგანი არის ჩვენი კონტროლის ქვეშ. გავრცელდა ასევე არასწორი ინფორმაცია, თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება, არ შეესაბამება ეს სიმართლეს, ერთადერთი, რა სიახლეც გვაქვს არის ის, რომ კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეწყვეტს ხვალიდან პირდაპირი რეისების განხორციელებას, მაგრამ როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მას გადააქვს რეისები ლარნაკა-თბილისის მიმართულებაზე, დამატებით რეისებს ახორციელებს, ხოლო თელ-ავივი-ლარნაკის მიმართულებით რეისები ხორციელდება, გარდა ამისა, ყოველდღიურად კომპანია “ელალი”, “ისრეარი” და “აირკი” ახორციელებენ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებს, ასე რომ ისრაელიდან საქართველოში გამოფრენის მსურველებს აქვთ ეს ალტერნატივები” | აბობს ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია
ფირის ფოტოგრაფია „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ – რეზი ყენიას ფოტოამბავი
„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამრავლება და მათი ბუნებრივ ჰაბიტატში დაბრუნებაა. რეკრეაციული ფერმა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ბუნებასთან სიახლოვე უყვარს, ახალი სანახაობა იზიდავს. მრავალფეროვანი ლანდშაფტი და...









