LIVE TV
ორშაბათი, ოქტომბერი 13, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

” ისიც კი ვერ მოახერხა ნარმანიამ, რომ თავში არ მოხვედროდა” – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2025/10/04-ში
151
ნახვა
გაზიარება

ოცი კაცი ორ კაცს ურტყამდა და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა ნარმანიამ, რომ 20:2-ზე იყვნენ და თავში არ მოხვედროდა, ეგეც კი ვერ მოახერხა იმიტომ, რომ „ნაცია“ – 20 „ნაცი“ 2 მოქალაქეს რომ ურტყამდა, ეს ნორმალურია? ამაზე პასუხი რომ მიიღო, ამაზე სპეკულაციების აგება შეიძლება? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმითვე, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

„რაც ფაქტებით დასტურდება, ეს ადამიანები მისულები იყვნენ მეტეხის მიმდებარედ. გამოვიდა ქალბატონი, მესანთლე ეკლესიის მიმდებარედ, სთხოვა გადაეყენებინათ მანქანები, რაზეც მათ შეურაცხყოფით უპასუხეს. ამაზე, ამ ქალბატონს გამოესარჩლა 2 ადამიანი და 20-მა კაცმა ორი ადამიანი სცემა. მოგერიების დროს მას უპასუხეს. 20:2-ზე იყვნენ. რა შუაშია გამართლება? 20 „ნაცი“ 2-ს ურტყამდა. თქვენ ცდილობთ გაამართლოთ იგორ ნარმანია, რომელიც 20 კაცით 2 ადამიანს თავს დაესხა. ფაქტები ხომ მოგიყევით, რომელიმე ფაქტს უარყოფთ? მესანთლე ქალბატონი ეუბნებოდა გადააყენეთ მანქანაო. ამაზე შეურაცხყოფა მიაყენა ამ სამარცხვინო „ნაცმა“. ამაზე, როდესაც 2 კაცმა რეაგირება მოახდინა და მიუთითეს, რომ შეურაცხყოფას ნუ აყენებდნენ ქალს „ნაცები“, ამაზე ორ კაცს 20 კაცი ურტყამდა. ეს არის ფაქტები და თქვენ სამარცხვინოდ მიგყავთ სხვაგან კითხვები.

ოცი კაცი ორ კაცს ურტყამდა და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ 20:2-ზე იყვნენ და თავში არ მოხვედროდა. ეგეც კი ვერ მოახერხა იმიტომ, რომ „ნაცია“. 20 „ნაცი“ 2 მოქალაქეს რომ ურტყამდა, ეს ნორმალურია? ამაზე პასუხი რომ მიიღო, ამაზე სპეკულაციების აგება შეიძლება? არავითარი რკინის ხელკეტით არ იყო ნაცემი. იყო კონკრეტული ნივთი, რაც ხელში მოხვდა ადამიანს. 20 კაცი ორ კაცს ურტყამდა. რაც ხელში მოხვდა იმით დაიცვა თავი. ეს არის რეალობა. მანქანასთან იპოვა ეს კონკრეტული ნივთი. დანარჩენს გამოძიება დაგიდგენთ. 20 „ნაცი“ რომ ორ კაცს ურტყამდა, ამაზე რატომ არ გაქვთ რეაქცია? ყველაფერი იქნება გამოძიებული. ყველაფერს დაადგენს გამოძიება ფაქტებით და მტკიცებულებებით, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ მოძალადე. რამდენი კაცი იყო ერთ მხარეს და რამდენი მეორე მხარეს, ეს დადგინდება მტკიცებულებებით. მათ შორის, ვიდეოა გადაღებული, რომელიც ამას ასახავს. მე მაქვს ნანახი ვიდეო. რაც აქვს ამ ეტაპზე დადგენილი გამოძიებას, იმას გეუბნებით. ვიდეო მაქვს ჩემი თვალით ნანახი, სადაც თანაფარდობა იყო ზუსტად ისეთი, რაც გითხარით. ამაზე რატომ არ წუხხართ, რომ ოცი „ნაცი“ ორ კაცს ურტყამდა? თან ერთ-ერთი ქალბატონიც ახლდა ერთ-ერთ მათგანს, ვისაც თავს ესხმოდნენ“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სტუდენტები მეტეხის ხიდთან 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გეგმავდნენ, რა დროსაც მათი ინფორმაციით, თავს დაესხნენ. შედეგად “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია და კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციით, ტაძრის მსახურ პირებთან შელაპარაკების დროს, იგორ ნარმანიასთან ერთად მყოფ ათზე მეტ პირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რესტორნიდან გამოსულ ორ პირს შორის, რომლებიც ტაძარში მომუშავე ქალს გამოესარჩლნენ, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც მათ ერთმანეთს სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი

ოქტომბერი 11, 2025
2.8k
მთავარი

გარდაიცვალა ცნობილი ქუთაისელი პროფესორი ნინო გელენიძე. ინფორმაციას სოციალურ ქსელში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვეყნებს. "აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიური ფაკულტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პედაგოგიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნინო გელენიძის გარდაცვალების...

დაწვრილებითDetails

12 წლის განმავლობაში პენსია რეალურად გაიზარდა მხოლოდ 68 ლარით – რომან გოცირიძე

ოქტომბერი 11, 2025
97
ეკონომიკა

“ასეულ მილიონობით ლარი ყოველწლიურად “ოცნების” კლანის ჯიბეებში მიედინება” - ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში საბაზო პენსია (ინფლაციის გათვალისწინებით) საშუალოდ წლიურად მხოლოდ...

დაწვრილებითDetails

დღეს, გოგონების საერთაშორისო დღეს, დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ, ყველა გოგომ შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა – გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

ოქტომბერი 11, 2025
18
მთავარი

დღეს, გოგონების საერთაშორისო დღეს, მოვუწოდებთ ყველას, დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანასა თუ მხარეში მცხოვრები ნებისმიერი მოზარდი გოგოს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცაზე; დავდოთ პირობა, რომ ვიზრუნებთ იმაზე,...

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უკვე უამინდობის დროსაც შესაძლებელია

ოქტომბერი 11, 2025
119
მთავარი

განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ოკაცეს კანიონზე მოგზაურობა უამინდობის შემთხვევაშიც შესაძლებელი გახდა - ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. "დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დაცული ტერიტორიების სააგენტო შესაბამის სამუშაოებს რეგულარულად ატარებს. ოკაცეს...

დაწვრილებითDetails

ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ოქტომბერი 11, 2025
52
მთავარი

მოსამართლემ 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა, ხოლო კიდევ 3 ბრალდებულს პატიმრობა. კერძოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ია დარახველიძე პენიტენციურ დაწესებულებას 10 000 ლარის...

დაწვრილებითDetails

16 წლის ბიჭს თოფი გაუვარდა და მისივე ბიძაშვილი გოგო დაჭრა

ოქტომბერი 11, 2025
327
მთავარი

ხობში 16 წლის ბიჭს თოფი გაუვარდა და მისივე ბიძაშვილი გოგო დაჭრა, გოგოს მდგომარეობა მძიმეა. არსებული ინფორმაციით, მოზარდები ბებიის დაბადების დღეზე იყვნენ, რა დროსაც 16 წლის ბიჭს სანადირო თოფი შემთხვევით გაუვარდა. ადგილობრივების...

დაწვრილებითDetails

იტალიაში ერთი თვეა ქართველ კაცს ეძებენ

ოქტომბერი 11, 2025
164
მთავარი

 იტალიური მედიის ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულია საქართველოს მოქალაქე ბადრი ჭელიძე, რომელიც ცხოვრობს რეჯო კალაბრიაში. უკვე ერთი თვეა მისი კვალი არ ჩანს. ბოლოს ის ნახეს კატანძაროში, რეჯოსკენ დაბრუნებისას.იტალიური მედია RTV – Reggio...

დაწვრილებითDetails

“ხონის ბაზრის შესასვლელში­ რა საჭიროა ბიტკოინის აპარატი, ვინ მოიხმარსო? – მოიხმარს ის, ვინც ყიდულობს ნარკოტიკს”

ოქტომბერი 11, 2025
182
მთავარი

"როგორც ექსპერტი, დიდი ხანია ვცდილობ ქვეყანაში შევცვალო ნარკოპოლიტიკა და გავხადო არა დასჯაზე, არამედ ადამიანზე ორიენტირებული. ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზიც ესაა. თუ მოვხვდი ოდესმე იქ, სადაც გადაწყვეტილების მიღება შემეძლება, ბერკეტი მექნება...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში ბარგთან დაკავშირებით სიახლეა

ოქტომბერი 11, 2025
1.2k
მთავარი

ქუთაისის აეროპორტმა ბარგის ჩაბარების თვითმომსახურების სისტემა დანერგა. ინფორმაციას 34travel ავრცელებს. მგზავრებს ბარგის რეგისტრაცია პერსონალის დახმარების გარეშე შეუძლიათ. საკმარისია მხოლოდ ჩასხდომის ბარათის დასკანირება და ლენტზე ბარგის დადება. ახალი სერვისი უკვე ყველა...

დაწვრილებითDetails

“სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან” – 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

ოქტომბერი 11, 2025
19
მთავარი

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც სტიგმის წახალისება ხდება პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან. - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში, რომელიც მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს ეხმიანება. "ყოველი წლის 10...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».