“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, პირველ რიგში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ბოდიში საზოგადოების წინაშე აქვს მოსახდელი.
მისივე თქმით, პარტიამ, სწორედ საზოგადოება უნდა შემოირიგოს.
“თუ შერიგება გინდათ და ეს ფარსი არ არის, რაც აქ ჩემი კოლეგების მხრიდან ითქვა, კეთილი ინებეთ და ჯერ მოსახლეობას მოუხადეთ ბოდიში, იქ მოინანიეთ.
აქ სხედხართ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი თვეების განმავლობაში იძახდით, რომ არ შემოვალთო, 8 არჩევნები წააგეთ.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მოსახლეობას უნდა ელაპარაკოთ, ისინი უნდა შემოირიგოთ და არა აქ. ჩვენ ისედაც მოგიტევებთ და შეგინდობთ,” – მიმართა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციას.










