ლეიბორისტული პარტიის წევრებმა ქუთაისში ცენტრალური საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ ბრიფინგი გამართეს. ზესტაფონში, თერჯოლაში, ბაღდათსა და ტყიბულში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამსონ გუგავამ საარჩევნო სიების უზუსტობაზე ისაუბრა.
„ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და არარსებულ მისამართებზე მოქალაქეებს არეგისტრირებს“ განაცხადა მან.
„ჩვენი გადამოწმების შედეგად ქუთაისში აღმოვაჩინეთ 400 მისამართი, რაზეც მომავალში არარსებულ ამომრჩეველს დაამაგრებენ და ყალბი პირადობებით მოხდება გაყალბება“ – აღნიშნა გუგავამ და ცესკოს რეაგირებისკენ მოუწოდა. „წინააღმდეგ შემთხვევაში ის მიიღებს რისხვას”.









