LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
უნდა მოვაშოროთ ბევრი არასაჭირო რეგულაცია, რომელიც თითქმის ყველა სფეროშია – მიხეილ სააკაშვილი თავის გეგმებზე საუბრობს

ისინი იძულებულები იყვნენ, ეს გაეკეთებინათ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი შეწყალებასა და ზელენსკის ვიზიტზე

დაპოსტა 2021/07/19-ში
A A
125
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინელი მეზღვაურების და მისი დაცვის ყოფილი წევრის, მიხეილ ბატურინის შეწყალებას ეხმაურება და წერს, რომ “უზურპატორული ხელისუფლება” იძულებული გახდა დაკავებულები გაეთავისუფლებინა.

მისი თქმით, დაკავებულების პირადი განცხადების გარეშე შეწყელება მიუთითებს, რომ პრეზიდენტი პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ბიძინა ივანიშვილისგან.

სააკაშვილის განცხაცდებით, ზურაბიშვილმა შეწყალებას მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც ცნობილი გახდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრიანის პრეზიდენტი ბათუმში დაგეგმილ შეხვედრაზე არ ჩამოვიდოდა, იგივე პოზიცია გაიზიარა მაია სანდუმაც.

“შეიწყალეს მათი განცხადების გარეშე. რაც ნათლად მიუთითებს რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ზურაბიშვილი პირდაპირ იღებს ინსტრუქციებს ივანიშვილისგან – რომლის განკარგულებითაც მოხდა უკრაინელი მეზღვაურების და ქართველი ოფიცრის დაკავება.

ეს ის ზურაბიშვილია რომელმაც, კიევში ვიზიტის დროს, ზელენსკის ოფიციალურად მოსთხოვა ივანიშვილის დავალებით ჩემი ექსტრადიცია საქართველოში – თუმცა ზელენსკიმ ამ მოთხოვნაზე მოკლედ მოუჭრა და ერთ ადგილზე გაუშვა.

მაგრამ მე მინდა ჩემი პოზიცია გამოვხატო რომ – ის რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ დაუკმაყოფილა მალე თითონ დავუკმაყოფილებ და აუხდებათ ყველაზე სანუკვარი “ოცნება”.

ისინი იძულებულები იყვნენ, ეს გაეკეთებინათ იმის გამო, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააუქმა ორმხრივი სამიტი, რომელიც უნდა გამართულიყო გუშინ უკრაინა-საქართველოს შორის და ასევე, ნათლად განუმარტეს კიევში, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ ჩამოვიდოდა ევროკავშირის მიერ მოწვეულ სამიტზე ბათუმში, რომელშიც მონაწილეობს ასევე შარლ მიშელი.

ამავე დროს, როგორც მე დანამდვილებით ვიცი, მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ უთხრა უკრაინელებს, თუ ზელენსკი არ ჩამოვიდოდა სამიტზე, ისიც აღარ მიიღებდა მონაწილეობას ამ სამიტში და პრაქტიკულად სამიტი იშლებოდა.

ასე მოუხდათ, დილის შვიდ საათზე უკრაინელების და მიხეილ ბატურინის შეწყალება”, – წერს მიხიელ სააკაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის პრეზიდენტ ზელენსკის, ევროკავშირს და ასევე უკრაინელ მეზღვაურებს, რომელთაც უარი თქვეს შეწყალებაზე. მისი თქმით, უკაინელებმა თქვეს, რომ ბატურინის გარეშე ციხეს არ დატოვებდნენ, სანამ მათი ქართველი მეგობარიც თავისუფალი არ იქნებოდა.

“რეჟიმმა დაიხია ამჯერად უკან ევროკავშირის და უკრაინელების ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ამითი საერთაშორისო რეპუტაცია საქართველოსი მაინც სერიოზულად დაზარალდა. მრავალი თვე ყავდათ უკანონო პატიმრობაში ეს ხალხი და გამოიტანეს ასე უკანონო განაჩენი. ვინ სჯიდა, ამ უკანონო განაჩენის გამოტანას, თუ სამ დღეში მოუწევდათ გამოშვება?

მაგრამ ასეა საქართველოში ამჯერად – ყველაფერი არის უკუღმა.

ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ამჯერადაც მოუხდათ მათ უკან დახევა, მაგრამ ეს არის რეჟიმი, რომელიც მომავალშიც გააგრძელებს უკანონობას, თუ არ მოხდა მათი დროზე ჩამოშორება ხელისუფლებიდან. […]

ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტი ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის საელჩომ საქართველოში დაადასტურა უკრაინელების და ბატურინის გათავისუფლების ფაქტი. პრეზიდენტი ზეწლენსკი უცდიდა ბოლო წუთამდე, სანამ არ მიიღო ამის დასტური და მხოლოდ ამის შემდეგ, თვითმფრინავი აფრინდა ბათუმის მიმართულებით – აი ეს არის პრინციპული პოზიცია, თავმოყვარე ქვეყნის.

საქართველოს ე.წ ხელისუფლებამ მორიგი სირცხვილი ჭამა, ჯერ უკანონო დაკავებით, შემდეგ ასეთივე, კიდევ უფრო უკანონო განაჩენით და შემდეგ ნაჩქარევი, ფართხა-ფურთხით, ამ ხალხის განთავისუფლებით საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ.

ასევე, უკრაინელმა მეზღვაურებმა განაცხადეს, რომ ისინი არ გამოიყენებენ საშუალებას, პირდაპირი გამოფრენის, არამედ მოამზადებენ კატარღას და ბოლომდე შეასრულებენ თავის პროფესიულ მოვალეობას და ჩამოიყვანენ კატარღას ოდესაში

როგორც იცით, ეს კატარღა დააკავეს იმიტომ, რომ რატომღაც ეგონათ, რომ ამ კატარღაზე მე ვიყავი და შემდეგ ვეღარ გადათქვეს, სულ ტყუილად ამყოფეს, სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში.

მე მინდა, რომ ჩემგან დავუმატო ამ ყველაფერს ერთი რამ – ძალიან მალე, შეხვედრამდე საქართველოში”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება50

დაკავშირებული -პოსტები

“წერილები გაგრძელდება…მალე გააკეთებს განცხადებას” – ღარიბაშვილის ადვოკატი

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ირაკლი ღარიბაშვილი თავს "მორალურად განადგურებულად" მიიჩნევს - ამის შესახებ რუსთავის ციხიდან გამოსულმა ექს-პრემიერის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა მედიასთან განაცხადა. უფლებადამცველი, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ მოინახულა, ამბობს, რომ დაპატიმრებული ყოფილი...

დაწვრილებითDetails

3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა მიმართა

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
კენჭისყრის პროცესის დროს გამოვლინდა აპარატების გაუმართაობის და ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტები – საია-ს დამკვირვებლების მიერ 10:00 საათისთვის დაწერილია 15 საჩივარი და 15 შენიშვნა- საია
მთავარი

მიმდინარე წლის 3 ოქტომბრის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორმა პოლიტიკურმა სუბიექტმა - „ლელო - ძლიერმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ მიმართა. ცესკოსთვის მიმართვის კანონით განსაზღვრული ვადა 17...

დაწვრილებითDetails

სრული აბსურდი – მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის განცხადებაზე

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
სრული აბსურდი – მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის განცხადებაზე
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში „სრულ აბსურდს“ უწოდებენ. "სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა, გუშინ გავრცელებული წერილის შინაარსიდანვე გამოირიცხა", - ციტირებს...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა – შსს

by მეგა TV
აგვისტო 19, 2026
0
ქუთაისში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა გაიხსნა – შსს
მთავარი

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ქუთაისში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაზა გახსნა.   შინაგან საქმეთა მინისტრმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან და მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, ახლად აშენებული ბაზის...

დაწვრილებითDetails

საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში – ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა
მთავარი

პატიმრობაში მყოფი ექს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, თუ რატომ ზის ციხეში. მისი თქმით, შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად...

დაწვრილებითDetails

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
საქართველოში შესაძლოა ახალი – C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
მთავარი

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის დასაქმების მიზნით შესვლაზე ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ახალი რეგულაციები პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის 2026 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულებით შევიდა...

დაწვრილებითDetails

ადვოკატი – დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილის ბინიდან 6.5 მლნ აშშ დოლარი ამოიღეს – პროკურატურა
მთავარი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, „დღეს აუცილებლად იქნება განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის სახელით“. მისივე თქმით, ვის გადასცა ეს განცხადება, „როგორ და რანაირად, ამას არ აქვს მნიშვნელობა“. „შესული...

დაწვრილებითDetails

ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
ხმა ამოიღე, ღარიბაშვილო! იქნებ დახმარება სწორედ იქიდან მიიღო, საიდანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები – ლაშა ფარულავა
მთავარი

ელემენტარული ქრისტიანობა და ადამიანობა მოითხოვს, ჩაგრულის დაცვას, მით უმეტეს მაშინ, როცა მას დაუნდობლად ანადგურებს სისტემა. მაგრამ ღარიბაშვილმა ხმა უნდა ამოიღოს. ყველაფერი უნდა მოყვეს და ბოლომდე ამხილოს ივანიშვილის რუსული მანქანა -...

დაწვრილებითDetails

ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური იყო – დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა და ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ – პრემიერი

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ერეკლე მეორის არჩევანი ცივილიზაციური არჩევანი იყო - დღეს რომ საქართველო ევროპულ კულტურაზე დაფუძნებული ქრისტიანული ქვეყანაა, სწორედ ამ ნაბიჯის დამსახურებაა! ჩვენ ამ ცივილიზაციური არჩევანის ერთგული ვართ - როდესაც ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის...

დაწვრილებითDetails

სწორედ ერეკლე მეორის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა შეუნარჩუნა საქართველოს ევროპული სივრცისკენ გზის გაკვალვის შესაძლებლობა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
,,ძალიან კარგი შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს..” – კობახიძე
მთავარი

ტრაქტატის გაფორმებით, უნდოდა ეს რუსეთის იმპერიას თუ არა, საქართველომ პრინციპული სარგებელი მაინც მიიღო - როდესაც ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე ვიყავით, ერეკლე მეორის ამ ნაბიჯით არა მხოლოდ როგორც ერი გადავრჩით, არამედ, საბოლოოდ გავიმარჯვეთ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"