აკაკი ტყეშელაშვილი , რომელიც წყალტუბოს მეორე საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, აღნიშნული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ტყეშელაშვილი ამბობს , რომ პოსტიდან გადაყენების გადაწყვეტილება სკოლის დირექტორმა წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მამუკა ჩხეტიანის ზეწოლით მიიღო. ამის მიზეზი კი სკოლაში უხარისხოდ რეაბილიტირებული გათბობის სისტემის დაყენება იყო. ტყეშელაშვილის თქმით , ტენდერი ორჯერ გამოცხადდა და მასში იმ კომპანიას გაამარჯვებინეს, რომელმაც პირველ ეტაპზე სამუშაო ხარისხიანად არ შეასრულა. გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო რამდენიმე დღით სასწავლო პროცესიც კი შეწყვეტილი იყო. ტყეშელაშვილს სკოლაში არსებულ ხარვეზებზე გაჩუმებას თხოვდნენ.
ტყეშელაშვილი ამბობს, რომ ურთიერთობა წყალტუბოს რესურსცენტრის უფროსთან განსაკუთრებით მას შემდეგ დაეძაბა, რაც 2019 წლის საპრეზიდენტო არჩვენებზე იმ უბანზე, სადაც თავად ცხოვრობს, ოპოზიციამ გაიმარჯვა. „მაშინ ჩათვალეს, რომ უბანში ჩემი ავტორიტეტი მათ სასარგებლოდ არ გამოვიყენე და გადაწყვიტეს ჩემი ჩამოშორება“- აცხადებს ტყეშელაშვილი.
აკაკი ტყეშელაშვილი განათლების მინისტრს მიხეილ ბატიაშვილის წერილით მიმართავს და მოუწოდებს უზრუნველყოს წყალტუბოს #2 საჯარო სკოლის აუდიტორული შემოწმება. ამავე დროს ითხოვს, სატესტო რეჟიმში ჩაირთოს გათბობის სისტემა. მეგატივი წყალტუბოს სკოლის დირექტორსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს არაერთი მცდელობის მიუხედავად, ვერ დაუკავშირდა.