LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

“ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ საქმიანობისთვის, რომელიც გასწია”- შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2025/04/25-ში
A A
20
ნახვა
გაზიარება

ვფიქრობ, რომ ეს ის მომენტია, როდესაც მადლობა უნდა გადავუხადოთ მას იმ საქმიანობისთვის, რომელიც ქვეყნის წინაშე გასწია – დარწმუნებული ვარ, რომ ის, როგორც ამ შემთხვევაში, არაპოლიტიკოსი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, „იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში“, ირაკლი ღარიბაშვილმა კი მკაცრი, პირდაპირი პოზიცია დაიჭირა, რაც საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებაში განმსაზღვრელი იყო.

“იმ დროს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ბაიდენს ადმინისტრაციიდან მოდიოდა პირდაპირი წნეხი, რომ ჩავეთრიეთ რუსეთთან ესკალაციაში. აშშ-ს ყოფილი ელჩი პირდაპირ, კაბინეტ-კაბინეტ დადიოდა, მათ შორის ჩემs კაბინეტშიც იყო იმისთვის, რომ საქართველო ეიძულებინა რუსეთთან ესკალაციაზე წასულიყო. ირაკლი ღარიბაშვილის მაშინდელი მკაცრი, პირდაპირი პოზიცია, მისი როლი მშვიდობის შენარჩუნებაში ბაიდენის ადმინისტრაციის პირდაპირი ზეწოლის მიუხედავად, ამ მხრივ არის განმსაზღვრელი. მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ მაშინ მან ამ წნეხს გაუძლო. გარდა ამისა, მისი მონაწილეობა განმსაზღვრელი იყო იმისთვის,რომ „კოვიდის“ პერიოდიდან საქართველო წარმატებულად გამოსულიყო.შეგახსენებთ, 2021 წელს, როდესაც გიორგი გახარია აშშ-ს ყოფილი ელჩის კარნახით გადადგა თანამდებობიდან იმისათვის, რომ ჩამოეშალა ხელისუფლება, მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა აიღო საკუთარ თავზე მთავრობის ხელმძღვანელობა და ზუსტად იმ მომენტიდან ეკონომიკური ზრდა დაიწყო საქართველოში,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ქვეყნის წინაშე გაწეულის საქმიანობისათვის მადლობას უხდის ღარიბაშვილს და მის ოჯახთან ერთად წარმატებას უსურვებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ ის, როგორც ამ შემთხვევაში არაპოლიტიკოსი, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს შემდგომ განვითარებაში“, -აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან: კითხვაზე თუ რატომ წავიდა ღარიბაშვილი ქვეყანაში შექმნილი პრობლემების ფონზე, მათ შორის, იმ დროს, როცა „ქართულ ოცნებას“ „დიფ სთეითი“ არ დაუმარცხებია, პაპუაშვილი პასუხობს, რომ „დიფ სთეითი“ ტრამპის ადმინისტრაციის დასამარცხებელია.

„ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი გადაწყვეტილების მოტივაციაზე დაწვრილებით ისაუბრა. რაც შეეხება „დიფ სთეთის“ დამარცხებას – „დიფ სთეითი „არის ტრამპის ადმინისტრაციის დასამარცხებელი. ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ვერ შევძლებთ. პრეზიდენტ ტრამპს გამოცხადებული აქვს, რომ მისი მიზანი „დიფ სთეითის“ დამარცხებაა, რაშიც ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გაექცა თუ არა ღარიბაშვილი პოტენციურ სანქციას იმ დროს როცა, ის „ლიდერშიფში“ ერთადერთი ადამიანია, რომელიც არ დასანქცირებულა, პაპუაშვილი პასუხობს რომ, არც თავადაა დასანქცირებული.

„რატომ?! მეც არ დავსანქცირებულვარ,“ – აღნიშნა მან.

გარდა ამისა, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარტიის ყრილობაზე გადაწყდება, თუ ვინ გახდება „ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარე.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ყველა კრიტიკული კერა დასტაბილურებულია და – გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
PVC ტენტი ჰერმეტული მასალაა – ინტერიერის გარდა დაზიანებებს ფასადზეც გამოიწვევს – რა ვითარებაა გელათში
მთავარი

გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს. კომიტეტის განცხადებით, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების ნაწილი დეზინფორმაციულია და საზოგადოებას გელათის დროებითი გადახურვის, ფრესკების მდგომარეობის, სადრენაჟე...

დაწვრილებითDetails

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა
მთავარი

ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 155 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.   „155 წელი შესრულდა დიდი ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან! ზაქარია...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 1 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს
მთავარი

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად...

დაწვრილებითDetails

იარაღის მუქარით მოქალაქეებს ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ – დაკავებულია 3 პირი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.   გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი მოიპარეს და შემდეგ ავარიაში მოხვდნენ – რა მოხდა მაგისტრალზე

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.   უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ისევ თავს დაესხნენ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს ერთ კვირაში უკვე მეორედ დაესხნენ თავს. შემთხვევა ბათუმში, ევროპის მოედანზე, გვიან ღამით მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.   რამდენიმე დღის წინ კობა ფარტენაძეზე...

დაწვრილებითDetails

სამი ლოცვა, რომელიც მარიამობის მარხვაში უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
მთავარი

მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს მთავრდება. ამ მარხვისა და აგრეთვე, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დაწესების ზუსტი თარიღი უცნობია. მარიამობის მარხვა მძიმეა, თევზით ხსნილია მხოლოდ ფერიცვალების დღესასწაული, 19 აგვისტო....

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს არჩევანის გაკეთება საკუთარ სურვილსა და სხვის მოლოდინებს შორის. ნუ იჩქარებ. ფინანსურად კარგი დღეა დაგეგმვისთვის, მაგრამ არა სპონტანური ხარჯებისთვის. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს დაალაგებს.   კურო საქმეების...

დაწვრილებითDetails

16 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 16, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში

by მეგა TV
აგვისტო 15, 2026
0
რამ შეგაძულათ საკუთარი ხალხი ასე? – რა ხდება რაჭაში
მთავარი

“მოძრაობა რაჭისთვის” პოსტს აქვეყნებს და წერს რომ აქტიურ ტურისტულ სეზონზე  ამბროლაურის საავადმყოფოში რენტგენის აპარატი არ მუშაობს. " - როგორ მოახერხეთ, რომ შუა აგვისტოში, როცა მთელი რაჭა სავსეა, ამბროლაურის საავადმყოფოს რენტგენის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"