ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკომისიის პრეზიდენტისა და ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის – სლოვენიის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი მიწვევით, დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
სამიტში მონაწილეობის მიღებამდე, ირაკლი ღარიბაშვილი NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდება. იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს NATO-ს შტაბბინაში უმასპინძლებს.
შეხვედრის შემდეგ, მხარეები ჟურნალისტებისთვის კომენტარს გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და NATO-ს გენერალური მდივნის ერთობლივი განცხადებები თბილისის დროით 13:00 საათზეა დაგეგმილი.










