LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/10/17-ში
A A
680
ნახვა
გაზიარება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ლილი გელაშვილი განცხადებას ავრცელებს.

ადვოკატის თქმით, წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს იწყება. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, 48 ტომ საქმეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალის მადასტურებელი მხოლოდ ვასილ მხეიძის ირიბი და ჯუანშერ ბურჭულაძის მიცემული ჩვენებაა და „ისიც არასრულყოფილი”. მისივე თქმით, დასახელებულმა მსჯავრდებულებმა, ღარიბაშვილზე ხელის დადებით, ფაქტობრივად თავისუფლება იყიდეს: „10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუმესამედეს და ზოგიერთმა საპატიმროც დატოვა”!

„19 ოქტომბერს, ორშაბათს, იწყება წინასასამართლო სხდომა ირაკლი ღარიბაშვილის ახალ შეთითხნილ ქრთამის აღების საქმეზე. ვიწყებთ სამართლებრივ დავას, რომელიც სამართლიანი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლოს პირობებში, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენით უნდა დასრულდეს!

რატომ? საზოგადოებას აქამდე უწევდა მხოლოდ ბრალდების ვერსიის მოსმენა, რეალურად კი სულ სხვა მოცემულობაა. ბრალდების მხარემ გაგვიცვალა სრულად სამართლის საქმის მასალები და 48 ტომ საქმეში, კი, ნამდვილად 48 ტომ საქმეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალის მადასტურებელი მხოლოდ მხეიძის ირიბი და ბურჭულაძის მიცემული ჩვენებაა და ისიც არასრულყოფილი!

არ ვაჭარბებ! მაშინ, როცა ბრალდების მხარის ვერსიაში საკვანძო როლს მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება ასრულებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს: რას ადასტურებს ეს ჩვენება? არსებობს თუ არა მისი დამადასტურებელი დამოუკიდებელი მტკიცებულებები? რამდენად თანმიმდევრულია ჩვენება და რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს თავად მოწმეს?

საქმის არსებითი განხილვის დროს აუცილებლად გაეცემა ამ კითხვებს პასუხი, მაგრამ ერთი ხომ უკვე ცხადია?

დასახელებულმა მსჯავრდებულებმა, ი.ღარიბაშვილზე ხელის დადებით, ფაქტობრივად თავისუფლება იყიდეს: 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუმესამედეს და ზოგიერთმა საპატიმროც დატოვა!

მსგავსი „გარიგებული მართლმსაჯულება” ხომ პირდაპირი დასტურია იმისა, რომ საქმე გვაქვს არა კანონის უზენაესობასთან, არამედ პოლიტიკურ შეკვეთასთან.

სწორედ ამ გარემოებაზე და არა მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით ჩნდება მთავარი კითხვა:

რეალურად რა დგას ამ საქმის უკან, სამართლებრივი საფუძვლები თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება?

დარწმუნებული ვარ, დღეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, არ არსებობს ადამიანი, ვისაც საღი აზროვნების უნარი აქვს (მადლობა ღმერთს, ასეთი უმრავლესობაა), ამ კითხვაზე პასუხი არ ქონდეს!

ჩემი პოსტის მიზანი არ არის სამართლებრივი საკითხების დეტალური გარჩევა, მით უფრო, რომ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები, მაგრამ საზოგადოებას მინდა შევახსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება:

ჯერ კიდევ ი. ღარიბაშვილის დაკავებამდე გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტარდებოდა ჩხრეკები სხვადასხვა პირთან და დაასახელა მათ შორის ღარიბაშვილის გვარი, შემდეგ კი საზოგადოებას საგამოძიებო ორგანომ საჯაროდ აჩვენა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის ოქროს ზოდები და სხვადასხვა ძვირფასეულობა და არ მიუთითა კონკრეტული სახელები, თუ ვისი სახლიდან ამოიღეს.

ეს იყო არა შეცდომა, არამედ შეგნებულად, დავალებით გასაჯაროებული კადრები, გათვლა იმაზე, რომ საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილს სახელს დაუკავშირებდა და გააღიზიანებდა ხალხს და ასეც მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა დავწერეთ ამის შესახებ, ტალახი უკვე ნასროლი იყო! ზოგიერთი „ვაიმჩხიბავი” დღემდე თუთიყუშივით იმეორებს სისულელეს.

ანუ, რა გამოდის? თუ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ღარიბაშვილის საცხოვრებელში ოქროს ზოდები არ ამოუღიათ, მაშინ სრულიად კანონიერია კითხვა: რატომ შეიქმნა საზოგადოებაში ასეთი ასოციაცია? ვინ გაავრცელა ინფორმაცია, რა კონტექსტში და რატომ არ მოხდა ფაქტების მკაფიო გამიჯვნა? ეს ხომ არ იყო მედიის შეცდომა, ეს კადრები ხომ თვითონ საგამოძიებო ორგანომ გაავრცელა? ვისი დავალებით?

პასუხი მარტივია! შემდეგ იყო ბრალის წარდგენა, დაკავება და თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. ამ საკითხზე დაწერა თვითონ ბატონმა ირაკლიმ და მე აღარ გავშლი, მაგრამ ერთია: მან ეს გააკეთა იმ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის პრემიერიც თვითონ იყო ორჯერ და უპირველესად ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო. ის თვლიდა, რომ მის მიერ სრული სიმართლის თქმა და რაიმე განცხადება, საზოგადოების მხრიდან შეიძლლებოდა აღქმულიყო მოღალატეობრივ ნაბიჯად!

მაგრამ დრომ აჩვენა, რომ იმავე გუნდმა ის გაწირა! ამ პოლიტიკური დევნისა და მორალური ზეწოლის ყველაზე გარყვნილ გამოვლინებას წარმოადგენდა ის ფაქტი, როდესაც ციხეში მყოფ ღარიბაშვილს წერილი შეუგზავნეს. ირაკლიმ გამოაქვეყნა ეს წერილი, რომელშიც ახალი, ყურადღებას ვამახვილებ, ახალი, ჯერ არ არსებული ბრალის აღიარებას თხოვდნენ, რათა გადაეზღვიათ 1% ალბათობაც კი მისი პოლიტიკაში მობრუნებისა!

ამ წერილს დავურთავ ჩემს პოსტს და აქვე გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას: წერილი შეუგზავნეს ამა წლის ივლისის თვეში; ამ პერიოდისთვის მხეიძეც, ტუკვაძეც და ბურჭულაძეც დაკითხულებიც არიან და განაჩენიც არის დამდგარი; მათ არაფერი უთქვამთ ღარიბაშვილიზე ქრთამის მიცემაზე. ისინი, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაიკითხნენ აგვისტოს თვეში (18-21 აგვისტოს);

საინტერესოა, ივლისის თვეში საიდან უნდა სცოდნოდა მამუკა მდინარაძეს, (ირაკლიმ დაწეარა საჯაროდ, რომ წერილი მდინარაძემ შეუგზავნა), რომ ბურჭულაძე აგვისტოს თვეში ღარიბაშვილზე ჩვენებას მისცემდა?

მე რომ არ ვუპასუხო, თქვენც ხომ ხვდებით, პატივცემულო მკითხველო?

და საერთოდ: როგორ მოხდა, რომ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა, საჯაროდ, სოციალური ქსელით გამოაქვეყნა წერილი და დაასახელა კონკრეტული პიროვნება, მაღალი თანამდებობის პირი – მამუკა მდინარაძე წერილის ავტორად, წერილის, რომლის შინაარსიც დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა, რატომ არ დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება? იქნებ ცილს წამებდა ღარიბაშვილი? გამოძიების დაწყება სასურველი კი არა, აუცილებელიც იყო, მით უფრო, რომ შემდგომში სიტყვა-სიტყვით ასრულდა წერილში მოყვანილი ყველა „ფაქტი”!

იმავე წერილში განა ერთმნიშვნელოვნად არ იკითხება, რომ რაიმე კორუფციული ქმედების გამოვლენა-აღკვეთა კი არ წარმოადგენდა მათ ინტერესს, არამედ ახალი მძიმე ბრალი, მხოლოდ საშუალება იქნებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკურად გასანეიტრალებლად, და რომ რეალურად ციხეში, პატიმრობაში მყოფი ყოფილი თანაგუნდელი მათზე რეიტინგული და მეტი ღირსების მატარებელი იყო. ხალხს ის უყვარდა, მათგან განსხვავებით და მისი სახელი მექრთამეობასთან და კორუფციასთან უნდა გაეგივებინათ. განა ეს არაა კლასიკური მაგალითი პოლიტიკური ნიშნით დევნისა?

განა მისი ოჯახის წევრების სამსახურებიდან დათხოვნა სხვა დატვირთვის მატარებელია? და რომ მცირეწლოვან შვილებთან პაემანს უუქმებენ, ჰუმანურობის გამოხატულებაა?

და დღეს, როდესაც მმართველ გუნდში საკადრო და პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს, მე ვსვამ კითხვებს: ვის ინტერესებს ემსახურებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკური განეიტრალება? ვის აძლევდა ხელს მისი რეპუტაციის განადგურება? არსებობდა თუ არა გუნდში ისეთი დაპირისპირება, რომლის ფონზეც სამართლებრივი საქმე პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იქცა?

ღარიბაშვილი იყო მხოლოდ მთავარი სამიზნე, თუ შემდეგ სხვისი დრო დადგებოდა? ვინ არის ის სხვა? განა ეს კითხვები ლეგიტიმური არაა? ან მათზე პასუხის გაცემა რთულია?

და ბოლოს: ყველა იმ საჯარო პირს, ხელისუფლების წარმომადგენელს მინდა მივმართო, ვინც ორკესტრირებულად, დავალებით გაკეთებულ ტექსტებში წერილების პათოსს და კაცობას უწუნებთ ირაკლი ღარიბაშვილს და მიშა სააკაშვილს ადრით, ერთი თქვენ წადით ციხეში უჩუმრად, მრავალი წლით, აბსურდული ბრალდებებით, ზურგში თანაგუნდელების მხრიდან მახვილის ჩაცემით და მერე იკაცეთ, და მერე დაედარეთ მიშას, მით უფრო, რომ სწორედ ისინი იღებთ ხმას და გაყვირით, ვისი სახელებიც არ გვახსოვს 2012 წლამდე, უფრო მეტიც, „ქართულ ოცნებაშიც“ ბოლო არჩევნების მერე ჩნდებით და ბედავთ და თითს უქნევთ ადამიანს, ვისი ოჯახის წევრებიც წინა ხელისუფლებას მძევლებად ყავდა ციხეში ერთი მოთხოვნით: უარყავით და გაერიდეთ ბიძინა ივანიშვილსო!

აი, თქვენ ნამდვილად არ ხართ არც ბიძინა ივანიშვილის, არც „ქართული ოცნების“ და არც იმ ხალხის ერთგული, ვინც საკუთარ მხრებზე გამოსცადა მწარე მათრახი წინა ხელისუფლებისა. სწორედ თქვენ ანგრევთ და შიგნიდან შლით ნამდვილ, ღირსეულ, უმრავლესობაში მყოფ ხალხის არჩეულ „ქართულ ოცნებას”!

19 ოქტომბერს წინასასამართლო პროცესია! ამით დავიწყე და ამით დავასრულებ! მე აღარ მინდა ავადსახსენებელი 37-იანი წლები, სამართალწაგვრილი 9 – წლიანი რეჟიმიც და მინდა მჯეროდეს, რომ ტყუილად არ გვიბრძოლია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის. მე მინდა მიუკერძოებელი, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მოსამართლე, რომელიც ერთი, თავისუფლებაში გაცვლილი ჩვენებით არ დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს!

მე მინდა სასამართლო, რომელიც არა ირაკლი ღარიბაშვილს, არამედ საკუთარ თავს, საკუთარ ინსტიტუციას არ გამოუტანს განაჩენს! მე მინდა სამართლებრივი სახელმწიფო! განა ეს ბევრია?”, – წერს ადვოკატი.

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება272

დაკავშირებული -პოსტები

საუბარი იყო რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობსი სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, საუბარი იყო, რა პროცესები წარიმართა გუნდის შიგნით. მთავრობის მეთაურის ცნობითვე, ქვეყნის შიგნით და გარეთ მიმდინარე მოვლენებზე ივანიშვილმა თავისი შეხედულებები გააცნო გუნდის...

დაწვრილებითDetails

ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო, მეორე მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – ტრაგედია ბათუმში

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
ერთი ძმა ზღვაში დაიხრჩო, მეორე მე-4 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა – ტრაგედია ბათუმში
მთავარი

ბათუმში, მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და დაიღუპა. გარდაცვლილი არჩილ მაკარიძეა. როგორც ახლობლები ამბობენ, არჩილ მაკარიძე სამშენებლო ობიექტის მეოთხე სართულიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები ემოციურად...

დაწვრილებითDetails

მტკვარში კაცს ეძებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, წუხელ ღამით, 40 წლამდე კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადავარდა. ადგილზე მალევე მივიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
“„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის”-„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო
მთავარი

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს სხდომას არსებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ უმრავლესობის სხდომაც გაიმართება. პარალელურად "ქართული ოცნების"...

დაწვრილებითDetails

საქართველო 11 158-მა ბავშვმა და 20-30 წლამდე ასაკის 31 828-მა პირმა დატოვა – საქსტატი

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
3 თვეში გერმანიიდან უკან 696 ადამიანი დააბრუნეს-როგორია სტატისტიკა
მთავარი

გასულ წელს 0-დან 15 წლამდე ასაკის 11 158-მა ბავშვმა დატოვა საქართველო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, მათგან 6 105 ბიჭია, ხოლო 5 053 - გოგო....

დაწვრილებითDetails

რა დოკუმენტები უნდა წარადგინონ დევნილმა ოჯახებმა ფულადი კომპენსაციის მისაღებად?

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
2024 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა და 2004 ლარი შეადგინა – საქსტატი
მთავარი

დევნილთა უზრუნველყოფის დაჩქარების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 12 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით,...

დაწვრილებითDetails

„ჯარიმა 2000 ლარი…”- მნიშვნელოვანი ინფორმაცია

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელსაც საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადა ამოეწურა, შესაბამისი ჯარიმის გასაჩივრების პერიოდში საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის დაკისრებული სანქციის აღსრულება აღარ შეუჩერდება. ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 31 აგვისტოდან...

დაწვრილებითDetails

გვიან ღამით ჭამა ღვიძლის დაავადების რისკს ზრდის – ახალი კვლევა

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
გვიან ღამით ჭამა ღვიძლის დაავადების რისკს ზრდის – ახალი კვლევა
მთავარი

აშშ-ის ორეგონის ჯანმრთელობისა და მეცნიერების უნივერსიტეტის (OHSU) მკვლევართა ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ გვიან ღამით კვებასა და ღვიძლის ორ დაავადებას შორის კავშირი გამოავლინა. რა აჩვენა კვლევამ? მკვლევრებმა სამი დიდი, ხანგრძლივი კვლევის მონაცემები...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც აშშ-ის „მწვანე ბარათის“ შევსება სურს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათთვის, ვისაც მწვანე ბარათის შევსება სურს
მთავარი

აშშ-ის ქალაქ სან-დიეგოში ფედერალურმა მოსამართლემ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას 2027 წლის „მწვანე ბარათის“ ლატარიის (Diversity Visa Lottery) რეგისტრაციის გახსნა დაავალა. გადაწყვეტილება 14 ოქტომბერს მიიღეს. აშშ-ის სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების თანახმად, DV-2027 (მწვანე...

დაწვრილებითDetails

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 17, 2026
0
ახალი გადაწყვეტილება, რომელიც დღეიდან ამოქმედდა – დეტალები
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი რეგისტრაციას აცხადებს მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე, რომელიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთარში ჩატარდება. ცენტრის ცნობით, რეგისტრაციის გავლა მასწავლებლებს ვებგვერდზე online.naec.ge 20 ოქტომბრის 10:00 საათიდან 30 ოქტომბრის 18:00...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"