დღეს, 25 აპრილს, პრემიერი კობახიძე უნგრეთში მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) სადაც ერთ-ერთი სპიკერი იქნება.
კობახიძე მთავრობის დელეგაციასთან ერთად ბუდაპეშტში უკვე გაემგზავრა. გახსნით სესიაზე კობახიძესთან ერთად სიტყვით გამოვა უნგრეთის პრემიერმინისტრი, პუტინის მეგობარი ვიქტორ ორბანიც. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე და ორბანის ცალკე შეხვედრაცაა დაგეგმილი