LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“მხნედ იყავით, ყველაფერი კარგად იქნება, ბრძოლა გრძელდება, მათ შორის სამართლებრივი კუთხით”-მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე

“ირაკლი კობახიძე მასწავლიდა კონსტიტუციონალიზმს, რომელსაც დღეს თავისი ფეხით თელავს” – აქციაზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძე

დაპოსტა 2025/01/03-ში
A A
39
ნახვა
გაზიარება

28 ნო­ემ­ბრი­დან დღემ­დე პერ­მა­ნენ­ტულ აქ­ცი­ებ­ზე 400 კაც­ზე მეტი და­ა­კა­ვეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის და ოპო­ზი­ცი­ის ორი უმ­თავ­რე­სი მო­თხოვ­ნი­დან ერთ-ერთი და­კა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაა. და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის მოძ­რა­ო­ბა “და­ფი­ო­ნის” დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, 19 წლის თსუ-ს იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი ზვი­ად ცე­ცხლა­ძე­ცაა, რო­მელ­საც 7 პირ­თან ერ­თად თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

რო­გორც ზვი­ად ცე­ცხლა­ძის ად­ვო­კა­ტი და­ვით ჭი­კა­ი­ძე ამ­ბობს, “ბრალ­დე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად იყე­ნებს “და­ფი­ო­ნის” 2024 წლის 30 ივ­ნი­სის ლა­ივს, სა­დაც ზვი­ა­დი თავ­დაც­ვი­თი ხა­სი­ა­თის მოქ­მე­დე­ბებ­ზე სა­უბ­რობს, მაგ­რამ ბრალ­დე­ბის მხა­რეს მი­აჩ­ნია, რომ ეს არის სხვა­დას­ხვა სტრა­ტე­გი­ულ ობი­ექ­ტზე თავ­დას­ხმის ორ­გა­ნი­ზე­ბის გა­წე­ვა. ეს არ არის სრუ­ლი ვი­დეო… ჩვენ შე­ვეც­დე­ბით, სრუ­ლი ვა­რი­ან­ტის წარ­დგე­ნის შემ­დეგ სა­სა­მარ­თლო­ში და­ვა­დას­ტუ­როთ, რომ ეს ვი­დეო არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ვინ­მე­ზე თავ­დას­ხმის მი­ზანს, არა­მედ მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო ზვი­ადს თავ­დაც­ვი­თი ე.წ. მე­ქა­ნიზ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­ე­კე­თე­ბი­ნა გან­ცხა­დე­ბა”.

ალბათ, ბევრს ახსოვს სკოლის მოსწავლე ბათუმელი ბიჭი, რომელმაც ჩაქვში სამხედრო ფორმაში გადაცმულმა რუსი მოქალაქის სახლის სახურავიდან რუსეთის დროშა ჩამოაგდო. მერე იყო ბათუმის პორტში რუსი ტურისტებით შემოსული საკრუიზო ლაინერ­ “ასტორია გრანდეს” ორჯერ უკან გაბრუნება და რეისების მოხსნა, რასაც ზვიად ცეცხლაძე მისი სამეგობროს გამარჯვებად თვლიდა. ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ გასულ წელს მარტის აქციების დროს სტუდენტი სახლიდან გაიპარა, პროტესტანტ თანატოლებს რუსთაველზე შეუერთდა და ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი” საპროტესტო აქციების განუყოფელ ნაწილად იქცა. მისი თქმით, ეს მოძრაობა იმისთვის შეიქმნა, რომ ახალგაზრდებში ეროვნული ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.

“თბილისში დავიბადე და ბათუმში გავიზარდე… მამის მხარე ეროვნულ მოძრაობასთან თანამშრომლობდა – მამა ზვიად გამსახურდიას გასვენებაში, გროზნოშიც იყო ჩასული. ბაბუა„”ჰელსინკის კავშირის” წევრი იყო და ბავშვობიდან ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთებით მზრდიდა, მიყვებოდა ეროვნული მოძრაობის ისტორიებს.­ სახელი ზვიადიც გამსახურდიას პატივსაცემად დამარქვეს, მისი პორტრეტი მუდმივად გვქონდა ოჯახში…” – ამბობდა ჩვენთან ინტერვიუში ზვიად ცეცხლაძე. ამჯერად ზვიად ცეცხლაძემ­ ჩვენს კითხვებს პენიტენციარული დაწესებულებიდან უპასუხა.

– ზვიად, როგორ ხართ?

– აქ ციხეშიც მხნედ და მედგრად ვარ, ბრძოლის ხასიათზე.

– ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში გედებათ ბრალი. რა მტკიცებულებებს ეყრდნობა ბრალდების მხარე?

– მედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასალად კი იყენებენ ჩემს ფეისბუკგვერდ “დაფიონზე” დადებულ პოსტებსა და ვიდეოებს. ჩემს პირად პროფილსა და “დაფიონის” გვერდზეც არაერთხელ გამოყენებულა სიტყვა “რევოლუცია”, რაც სამართალდარღვევა არ არის. მაქვს ასევე დადებული ილია ჭავჭავაძის სიტყვები რევოლუციაზე, სადაც ის რევოლუციას აღწერს როგორც დადებით მოვლენას. მეტიც, ეს სიტყვები სასამართლოზეც კი ვახსენე. რაც შეეხება სიტყვებს “აჯანყება” და “ამბოხება”, ეს საერთაშორისო სამართ­ლით აღიარებული უფლებებია, რომელთაც ჩვენი კონსტიტუციაც ცნობს. რაც შეეხება ვიდეოლაივს­, “დაფიონზე” დევს და ფართო საზოგადო­ებისთვის ხელმისაწვდომია. მასში თავდაცვაზეა საუბარი და არა თავდასხმაზე.

ჩემი დაკავება ცალსახად პოლიტიკურია, რასაც ისიც ადასტურებს, რომ ამას სისტემური ხასიათი მიეცა. ეს მიზნად ისახავს ყველაზე აქტიური წევრების დაოკებას და პარალელურად, “თვალსაჩინო” სადამსჯელო ოპერაციას. სასამართლოს იმედი ვერ მექნება, პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ქართული სასამართლო სისტემა ფეხქვეშაა გაგებული. ცხადია, ჩემი თავისუფლების ბედს პოლიტიკური ვითარება განსაზღვრავს.

– თქვენ ირაკლი კობახიძის სტუდენტი იყავით. თქვენი მშობლების აზრით, მისი პირადი პატიმარი ხართ, ასეა?

– ირაკლი კობახიძე მასწავლიდა კონსტიტუციონალიზმს, რომელსაც დღეს თავისი ფეხით­ თელავს. რაც შეეხება პირად ტყვეობას, ნებისმიერი პატიმარი დღესდღეობით სისტემის პირადი ტყვეა, იმ სისტემის, რომელსაც კობახიძე წარმოადგენს.

– შენი და შენი თანატოლების პატიმრობა­ ამ თაობაში შიშის დანერგვას ემსახურება?

– ჩვენს თაობაში შიშს ვერ დანერგავენ, პირიქით, ამ რეპრესიებით “ქართული ოცნება” გამოზრდის იმ დისიდენტთა ეროვნულ თაობას, რომელიც დაასამარებს რუსულ იმპერიალიზმს საქართველოში. იქ, სადაც მთავრდება დემოკრატია, ერს და ხალხს­ ეძლევა “ამბოხების” უფლება. როდესაც საზოგადოებას არ უტოვებ დემოკრატიულ ჩარჩოებში ბრძოლის საშუალებას (რაც არჩევნებზე საბოლოოდ წაგვართვეს), ამბოხება არა მხოლოდ უფლებად, ჩვენს მოვალეობად იქცა. დემოკრატია არ შეიძლება იყოს ცალმხრივი, საზოგადოება ამბოხებამდე მიჰყავს არალეგიტიმურ მოძალადე მთავრობას. ჩვენი დღევანდელი ბრძოლა არის პოლიტიკური წინააღმდეგობის­ თვალსაჩინო მაგალითი, რაც მთლიანი პოლიტიკური წესწყობილების ცვლილებას მოიაზრებს. მწამს, რომ ეს არის ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელმაც საბოლოოდ უნდა განამტკიცოს ფურცელზე არსებული საქართველოს სუვერენიტეტი.

– ზვიად, საიდან იღებს სათავეს თქვენში ეროვნული და პატრიოტული სულისკვეთება?

– უპირველესად ოჯახიდან, მამა ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული. მე ეროვნული ფასეულობებითა და ღირებულებებით მზრდიდნენ. უმნიშვნელოვანესი იყო მასწავლებლების, ჩემი აღმზრდელების როლიც. ასე იშვა იდეა ჩემში, რისი გაცოცხლების საჭიროებაც ჩვენს ქვეყანაში არსებულმა ეროვნულმა კრიზისმა მოიტანა.

– რა გაქვთ სათქმელი ახალგაზრდებისთვის?

– ამჟამად ციხეში ვარ, თავისუფლად მოქმედება შეზღუდული მაქვს. ჩემი წერილებიც კი ხშირად “იკარგება” ან არასრულყოფილი სახით აღწევს ადრესატამდე. აქედან მხოლოდ ადვოკატის საშუალებით თუ მოგაწვდენთ ხმას. არსებულ მდგომარეობას ვიყენებ გონივრული, ფიზიკური და იდეური თვითგანვითარებისთვის. ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო ინვესტიცია სამომავლო ბრძოლაში. ახალგაზრდებს მოვუწოდებ, ბრძოლა განაგრძონ, არ შეიძლება თავისუფლებისთვის­ ბრძოლაში დაღლა. თუ დაიღლები, ეს უკვე ღალატია. განგება იშვიათად აძლევს ადამიანს ხელსაყრელ დროს, რომ იბრძოლოს დამოუკიდებლობისთვის. ასე რომ, ამ შანსს ხელიდან ნუ გავუშვებთ.

დამოუკიდებლობის გარეშე არ არსებობს ხვალინდელი დღე. “სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი”!

წყარო: კვირის პალიტრა

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

ნახეთ, როგორი ამინდი იქნება 1-ელ მაისამდე საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

1-ელ მაისამდე საქართველოში გრილი და ზოგან მცირე ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისში 28 აპრილს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 29-30 აპრილს...

დაწვრილებითDetails

საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
საგარეო საქმეთა სამინისტრო მაკა ბოჭორიშვილისა და პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ „ბრიუსელის ამჟამინდელი პოლიტიკა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოსთან მიმართებით გადადგმული ნაბიჯები და გაკეთებული განცხადებები, ძირს უთხრის ნდობას...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
როგორ დავიხსნათ თავი ვალებისგან
მთავარი

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა კვლავ გრძელდება. პროგრამის მიზანია მრავალშვილიანი ან/და ახალშეძენილი შვილის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა იპოთეკური კრედიტების პროცენტის სუბსიდირების გზით. აღნიშნული ინფორმაცია ორგანიზაციის – აწარმოე საქართველოში...

დაწვრილებითDetails

მარტვილში ყაჩაღობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1985 წელს დაბადებული გ.ი. და 1992 წელს დაბადებული გ.ზ. დააკავეს....

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 55 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 55 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – რუსეთის, უზბეკეთის,...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

27 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +17 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აპრილი 27, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი - დღე აქტიურობით და სწრაფი გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, მაგრამ გაფრთხილდით, სიჩქარემ შეცდომები არ გამოიწვიოს. კურო - ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. უმჯობესია, დიდი ხარჯები დროებით გადადოთ...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირებას განაგრძობს. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასი 2.5 აშშ დოლარით გაიზარდა და 4 708 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 0.05%-ით...

დაწვრილებითDetails

ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
ხონელი, თორნიკე ბექაური თურქეთში გამართულ რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატზე ჟიურის რჩეული გახდა
მთავარი

ხონის ააიპ ტექსიკოსთა სახლის აღსაზრდელმა თორნიკე ბექაურმა თურქეთში ქალაქ ანტალიაში ფიბონაჩის რობოტიკის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. იგი ჟიურის რჩეული გახდა. ხოლო საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ათეულში მოხვდა. Fibonacci...

დაწვრილებითDetails

თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 26, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, თიანეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, მისი ძმა კი დაჭრეს. დანაშაული გასულ ღამეს, კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისათვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"