იმ საქართველოში,რომელსაც ჩვენ ერთად ავაშენებთ, გპირდებით, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა და ასეთი რაღაცების ყოველ წელს ჩატარება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ განაცხადა.
„მინდა კორექტულობის დაცვით მივმართო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს – ირაკლი, თუ შენ და შენი მინისტრები ამას დაუშვებთ, რა გეი აღლუმებათ, თქვენ მართლა …არ ვიტყვი რა. თქვენ თუ ამას დაუშვებთ, თქვენს მინისტრებთან ერთად, თუ ამას აკადრებთ ამ გაწვალებულ, დამცირებულ, ღირსებაშელახულ ერს, მაშინ ისე გააკეთეთ, როგორც ამას აკეთებენ იმ ევროპის სუსტი ხელისუფლებები, ვინც დაუშვეს თავიანთ ქალაქებში. დაიჭირეთ ფერადი დროშები და გამოდით ამ გარყვნილ ადამიანებთან ერთად.
დაგვანახეთ თქვენი სახე. ეს არის უმდაბიოესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. ამიტომ, მიგაჩნიათ ძმაო, რომ ჩემი ატეხილია ეს ამბავი? არ გჯერათ, რომ ეს ჩვენი ერის პოზიციაა? აგერ მე და აგერ თქვენ, ნახავთ, რაც დაგემართებათ, თუ გაბედავთ ამის ჩატარებას, მაბრალეთ რაც გინდათ”, – განაცხადა ვასაძემ