LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ინფიცირებული პაციენტს, რომელსაც თითქმის ორი თვეა კორონავირუსი კვლავ უდასტურდება, თვითიზოლაციაში გადაიყვანენ

დაპოსტა 2020/04/30-ში
148
ნახვა
გაზიარება

კორონავირუსით ინფიცირებულთა პირველ ხუთეულში შემავალ პაციენტთან დაავადება მკურნალობას დაემორჩილა და არანაირი სიმპტომი არ აქვს, თუმცა ცხვირ-ხახის ნიმუშზე კვლევისას ვირუსზე ნეგატიური პასუხი ვერ მივიღეთ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, ამ პაციენტთან კლინიკური გამოჯანმრთელება, დაახლოებით, მე-20 დღეს დადგა, თუმცა ვირუსზე ტესტირების პასუხი კვლავ სუსტი დადებითია.

ეზუგბაიას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ეს პაციენტი შესაძლოა, საკარანტინო სივრცეში ან ბინაში თვითიზოლაციაში გადაიყვანონ, რადგან მისი გამოჯანმრთელება სტაბილურია.

„მასთან დაავადება მკურნალობას დაემორჩილა და არანაირი სიმპტომი არ აქვს. მისი კლინიკური გამოჯანმრთელებაც, დაახლოებით, მე-20 დღეზე დადგა, რაც ნიშნას, რომ ტემპერატურა ნორმაში ჰქონდა, არანაირი ჩივილი არ ჰქონდა, რადიოლოგიური მონაცემების დინამიკა გაუმჯობესებული იყო, უბრალოდ, ამ ადამიანთან ვირუსის ელიმინაცია გახანგრძლივდა. ეს ნიშნავს, რომ ცხვირ-ხახის ნიმუშზე კვლევისას ვირუსზე ნეგატიური პასუხი ვერ მივიღეთ. დინამიურად ბოლოსკენ რჩებოდა სუსტი დადებითი. ამიტომ, ეს პაციენტი კლინიკური გამოჯანმრთელების მიუხედავად, კვლავ განაგრძობს ჩვენთან მეთვალყურეობას, კვლევები გრძელდება და არსებული კლინიკური ლაბორატორიული მონაცემებით არსად ცვლილებები არ ვითარდება, მისი გამოჯანმრთელება სტაბილურია, ვირუსის ელიმინაცია გვიანდება. პაციენტის სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებელია მისი საკარანტინო სივრცეში გადაყვანა ან ბინაზე სრული იზოლაცია იმიტომ, რომ ინფექციურობის ხარისხი ძალიან დაბალია და ტესტირების დროს ძალიან სუსტი კონცენტრაციით არის ვირუსი. თუ არ ვცდები, ეს პაციენტი 5 მარტს მოთავსდა კლინიკაში. რამდენიმე დღეში მივიღებთ გადაწყვეტილებას, მასთან მიმართებაში როგორ მოვიქცეთ,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, ყველაზე ადრე რამდენ დღეში მოხდა კორონავირუსისგან პაციენტის გამოჯანმრთელება, მარინა ეზუგბაია პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის მოთავსდა პაციენტი კლინიკაში. მისივე თქმით, თუ პაციენტი სიმპტომების დაწყებიდან მე-10 მე-11 დღეს მოთავსდება საავადმყოფოში, მასთან გამოჯანმრთელება უფრო ადრე დგება და კლინიკიდანაც მალე ეწერება.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციური საავადმყოფოდან ერთ-ერთი პაციენტი მე-4 დღეს გაეწერა. „ამაზე პასუხი ასეთი მარტივი არ არის. ეს დამოკიდებულია იმაზე, პაციენტი როდის შემოვა ჩვენთან. შეიძლება ასეთი ვარიანტი: პაციენტი პირველივე დღესვე მოთავსდება კლინიკაში. ამიტომ დაავადების მიმდინარეობა სულ მცირე 2 კვირას პროგრესირებს. სანამ ეს არ ჩამთავრდება და არ გავა რაღაც პერიოდი, მასთან ანალიზის გაკეთება გვიანდება. მეორე ვატიანტი: პაციენტი შემოდის სიმპტომების დაწყებიდან მე-9, მე-10, მე-11 დღეს. მასთან გამოჯანმრთელება უფრო ადრე დგება იმიტომ, რომ ეს 2 კვირიანი პერიოდი თითქმის გავლილია და მასთან მონიტორინგის, კვლევის ჩატარების საშუალება უფრო ადრე გვეძლევა და შესაბამისად, გამოჯანმრთელებაც შეიძლება უფრო ადრე იყოს. არის კიდევ მესამე, მეოთხე ვარიანტები და ამიტომ გამოჯანმრთელების კონკრეტულ ვადაზე საუბარი რთულია. მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთი პაციენტი კლინიკაში ყოფნის მე-4 დღეს გავწერეთ, რადგან კლინიკის გამოვლენიდან თითქმის მე-14 დღეს შემოვიდა და 4 დღეში გავწერეთ. მახსოვს ასევე პაციენტი, რომელიც მე-7 დღეს გავწერეთ. ამ ბოლო ხანებში კლინიკაში ყოფნის 16 დღეზე ადრე გამოჯანმრთელება არ არის ხოლმე. გამოჯანმრთელებაზე ყველაზე გახანგრძლივებული პერიოდი ჩვენთვის იყო 20 დღეს გადაჭარბებული. ამ პერიოდში ყველასთან დადგა გაჯანმრთელება და ტოვებენ კლინიკას,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გაზიარება63

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
89
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
1k
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
2.4k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
258
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
46
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
293
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
31
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
46
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
28
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
71
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».