LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ინტერპოლის მიერ ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი, ვანში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძე თავისუფალია – ადვოკატი

ინტერპოლის მიერ ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი, ვანში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ბიჭიკო პაიკიძე თავისუფალია – ადვოკატი

დაპოსტა 2026/01/06-ში
A A
2k
ნახვა
გაზიარება

ინტერპოლის მიერ ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი, ვანში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და კომპანია „B.P. TRANS”-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში, დააკავეს, თავისუფალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პაიკიძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, პაიკიძე პატიმრობიდან დაკავების დღესვე, 9 დეკემბერს გათავისუფლდა, თუმცა რა გახდა აღნიშნულის საფუძველი, ადვოკატი ამ ეტაპზე არ საუბრობს.

ბიჭიკო პაიკიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა 19 დეკემბერს, სასამართლო პროცესზე გააჟღერა. როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი მაშინ აცხადებდა, პაიკიძის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს, ბიჭიკო პაიკიძეს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100% წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების – როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას – 4 184 249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

კომპანიის მფლობელს, ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული, რის შემდეგაც, მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

გაზიარება807

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი 22 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6938 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6938 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6931 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქრო სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 786 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.47%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ – 21 აპრილს მიცვალებულთა ხსენების დღეა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
რა უნდა გააკეთოთ შობის დღესასწაულზე, ოჯახში კეთილდღეობა რომ დაგებედოთ
მთავარი

დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა. ლოცვა მიცვალებულთათვის სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიჰმადლე უფალო, სულთა მიცვალებულთა, მონათა...

დაწვრილებითDetails

სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
სასაზღვრო პოლიციამ 3 პირი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 3 პირი, 1987 წელს დაბადებული ფ.დ., 1970 წელს დაბადებული...

დაწვრილებითDetails

სპეციალური ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
სპეციალური ბრიფინგი ჯანდაცვის სამინისტროში
მთავარი

ამ წუთებში, სპეციალური ბრიფინგი იმართება ჯანდაცვის სამინისტროში, რომელსაც მიხეილ სარჯველაძე მართავს.  

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 56 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. "მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

ცნობილია, როდის და სად დაკრძალავენ ბერ ნიკოლოზს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
გარდაიცვალა ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაქარაშვილი
მთავარი

თბილისში, ფონიჭალაში მცხოვრები ბერი ნიკოლოზ (ნარიმანი) მაკარაშვილი გარდაცვლილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში 19 აპრილს იპოვეს. მრევლის ინფორმაციით, ბერის ცხედარი საცხოვრებელი კორპუსიდან უკვე გადაასვენეს და ამ დროისთვის ერთ-ერთ დამკრძალავ ბიუროშია დასვენებული. მომხდარზე...

დაწვრილებითDetails

ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
ჯანდაცვის სამინისტროში ბრიფინგი ჩაინიშნა
მთავარი

21 აპრილს, 11:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში ჯანდაცვის მინისტრის ბრიფინგი გაიმართება.

დაწვრილებითDetails

სამეგრელოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
“ვიფიქრე სახლი დაინგრა”-გურჯაანში მაღაზიის  აფეთქება სცადეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით 1977 წელს დაბადებული ზ.ფ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

თბილისში მომხდარ ძარცვის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 21, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვის ფაქტებზე - 2009 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ს. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. თანამზრახველთან ერთად, თბილისში...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"