საქართველოს გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შალვა თადუმაძის ირგვლივ აგორებულ დიპლომის სკანდალს ქუთაისში აფასებენ. პარლამეტში დეპუტატები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თადუმაძეს სწორედ მისი დიპლომის ლეგიტიმურობასა და განათლებასთან დაკავშირებით უსვამდნენ კითხვებს. თუ რა შთაბეჭდილებები დარჩათ მოქალაქეებს ამ შეხვედრიდან და როგორ აფასებენ ქუთაისელები თადუმაძის, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატის კომპეტენციას, ამას გამოკითხვაში ნახავთ.
შვილმა მამა მოკლა – ცხედარი კი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა
კახეთში, შვილმა მამა მოკლა - გარდაცვლილს სასიკვდილო ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. შსს-ს ცნობით, შვილმა კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა. გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლიანი ანგარიშსწორება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველებმა...









