ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე რუსი ჟურნალისტის ვლადიმირ პოზნერისსაქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და ინიციატივით გამოდის:
„ინიციატივა მაქვს ამგვარი: კანონი მივიღოთ, რომ დამოუკიდებელ საქართველოზე უფროსი რუსი სტუმარი არ დაიშვება
და თუ 30 წელზე უფროსს ვინმეს ძალიან, ძალიან, ძალიან გულით უნდა, რომ აქ ისეირნოს, შემოსვლამდე საზღვარზე ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომ აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას.
სანამ ტანკები დგას აქ და მოქალაქეებს გვიხვრეტენ, პოლიტიკურადაც კორექტული იქნება და ეკონომიური და ჰიგიენურიც ამავე დროს. კვერცხების ტყაპა-ტყუპი აღარ ატყდება“, – წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, მან თბილისში ვიზიტი საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად დაგეგმა.
სასტუმრო „რუმსში“ სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს და კვერცხები დაუშინეს.