ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრს საფულე მოპარეს, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ჯგუფ “სტუდენტები ქუთაისში” ვრცელდება:
“გამარჯობა.
მოკლედ დღეს 4 ნომერ მარშუტში დილის 1 საათი არ იყო ამომაცალეს ჩანთიდან საფულე. მოხუცი კაცს დავუთმე ადგილი და მძიმე ჩანთა მეკეთა და მითხრა დაგიჭრრო, ისეთი ჭყლეტვა იყო, მივეცი ჩემი ჩანთა და უკან გადავედი ბევრი ხალხი ამოვიდა. რომ გადავედი წინ და ამ კაცს ჩანთა გამოვართვი წინა ჯიბე სადაც საფულე და სალფეთქი მინდევს ნახევრად ღიათ იყო. მგზავრობის თანხა მუდამ ჯიბეში მაქვს და ჩვეულებრივად გადავიხადე და ჩავედი. მაღაზიში აღმოვაჩინე რომ საფულე არ მქონდა და შემდეგ მივხვდი რაშიც იყო საქმე.
არ ვიცი, ძალიან ცუდად ვარ მთელი დღეა ვტირი და ვკანკალებ. ხმას არ ამოვიღებდი იმ საფულეში დედაჩემისთვის დაბადების დღის საჩუქრის ფული რომ არ ყოფილიყო. ვინ იცის რა სიმწრით შევაგროვე და ახლა რა ვქნა😭ასევე ჩემი ლინზების და მისი სითხის ფულიც მქონდა და კიდეც ექიმის დანიშნულება, პირადობაც რა თქმა უნდა😭😭10 ლარის ხურდა მქონდა სამგზავროდ კიდეც😭😭😭არაფერზე მედება დიდად გული მხოლოდ დედისთვის შენახული ფული რომ აღარ მაქვს. რა ჯანდაბა ვქნა 29მდე 200 ლარს ვერც შევაგროვებ. თუ აქ არის ის კაცი ან ვინმე მისი ოჯახის წევრი გთხოვთ დამიბრუნეთ თანხაა, ძალიან მჭირდება ძალიან 😭ლინზების გარეშეც დავრჩი და ვერაფერს ვხედავ ნორმალურად:(((( ძალინ გთხოვ ასე საშინლად ნუ იქცევით ხალხო, ვინ იცის როგორ ჭირდება იმ ადამიანს ის ფული:(((( ძალინ დამწუხრებული ვარ, ძალიან. არ მეგონა ასეთები კიდევ თუ ხდებოდა” – წერია გავრცელებულ პოსტში