,,იმისთვის, რომ ადამიანი იყოს გადაყვანილი ის არ უნდა იყოს პატიმარი. მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე.შეგვიძლია ციხიდან გავუშვათ მხოლდო ის ადამიანი, რომელსაც ექნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.
მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული და როგორც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, იგი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციურ დაწესებულებაში”, – ამბობს რატი ბრეგაძე.
მინისტრის თქმით, მას მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. რაც შეეხება პოლონეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მას პოლონურ მხარესთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
,,იუსტიციის სამინისტროსთან პოლონური მხარიდან კომუნიკაცია, შემიძლია ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ არაფერი ყოფილა. ჩემთვსი მსგავსი სახის ინფორმაცია უცნობია.
რომ გვქონოდა და ჩვენთვის, რომ მოემართათ, ბუნებრივია უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდიდით არსებული სამართლებრივი პროცედურების შესახებ, ევროპული ღირებულებები სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა”, – თქვა რატი ბრეგაძემ.
რატომ არ აძლევენ ორგანიზაცია “ემპათიას” ექსპერტებს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის საშუალებას, მინისტრი პასუხობს, რომ თუ მოსამართლეები გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათ შესვლის საშუალება მიეცემათ.
,,სასამართლომ უნდა დანიშნოს ექსპერტიზა და როცა დანიშნავს, ბუნებრივია, ეს ექსპერტიზა ჩატარდება.
ჩვენ ზედმიწევნით ვიცავთ ქართულ კანონმდებლობას, თუ ამას გადაწყვეტს სასამართლო, რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად დავემორჩილებით იმას, რასაც გადაწყვეტს სასამართლო”, – ამბობს რატი ბრეგაძე.









