იმერეთში კორონავირუსით 337 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გარდაიცვალა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილი 14 პაციენტიდან, 8 თბილისში დაიღუპა.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იმერეთში კორონავირუსით დაიღუპა 4 პაციენტი, აჭარის რეგიონში კი 2.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოდენობა 215-ს შეადგენს. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 30 303-ს დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.