იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია გამორჩეულ თანამშრომელს, ელენე კლიმენკოს ემშვიდობება და სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის, ელენე კლიმენკოს გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, ნათესავებს და ახლობლებს.
ქალბატონი ელენე დიდი დანაკლისია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისთვის და თანამშრომლებისთვის. იგი გამოირჩეოდა ადამიანების მიმართ კეთილგანწყობით და გამოხატავდა თანადგომას კოლეგების მიმართ.
ელენე კლიმენკო 2012 წლიდან მუშაობდა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში. მაღალი პროფესიონალიზმითა და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს და ქმნიდა ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ კომფორტულ სამუშაო გარემოს.
დასანანია, ელენე კლიმენკოს გარდაცვალება და კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასი იყო.” – წერს იმერეთის მხარის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში.