LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გურიაში 150-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

იმერეთში მაღალი რისკის ზონაში 97 დასახლებული პუნქტია

დაპოსტა 2024/06/03-ში
A A
415
ნახვა
გაზიარება

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყანაში არსებული მეწყერსაშიში ზონების შესახებ დოკუმენტი გამოაქყვენა. შინაარსი საგანგაშოა. ირკვევა, რომ საქართველოს მასშტაბით 744 დასახლებული პუნქტი სტიქიის მაღალი რისკის ზონაშია. რთულია ვითარება თბილისშიც. მათ შორის უკონტროლო მშენებლობების გამო დედაქალაქში ოპტიმალურად ასათვისებელი ფართობი თითქმის აღარ არის, ამიტომ ქალაქის გაფართოება იმ არეალებში დაიწყო, სადაც ადრე გეოლოგიური და საინჟინრო ნორმებიდან გამომდინარე, მშენებლობა დაუშვებლად ითვლებოდა.

დოკუმენტში პროგნოზირებულია 2024 წელს მოსალოდნელი სტიქიების არეალები, სადაც საკუთარი საცხოვრებელი გარემოს გეოლოგიური მდგრადობის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

აჭარა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში ყველაზე მეტად სტიქიური ზონა 2023 წელს სწორედ აჭარაა, სადაც სხვადასხვა სტიქიის არეალში 308 დასახლებული პუნქტია მოქცეული. მათ შორის 132 დასახლებული პუნქტია მოქცეული მაღალი რისკის ზონაში, საშუალოში – 119, დაბალში – 57, ძალიან დაბალში კი მხოლოდ 21 დასახლებული პუნქტი.

გურია

დოკუმენტის მიხედვით, სტიქიური მოვლენების მეტ-ნაკლები საფრთხის ქვეშ გურიის 180 დასახლებული პუნქტია მოქცეული. მათ შორის, მაღალი საშიშროების რისკის ქვეშ მოქცეულია – 79; დაბალი – 32; ძალიან დაბალი – 11.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

აქ, უწყების ცნობით, მაღალი რისკის ზონაში დასახლებული პუნქტების 22%-ია, რაც რეგიონების უმეტესობის მაჩვენებელზე მკვეთრად დაბალია. დაზიანების მაღალი რისკის ქვეშაა – 115, საშუალო – 159, დაბალი – 162, ძალიან დაბალი კი 94 დასახლებული პუნქტი.

იმერეთი

იმერეთის მხარეში 12 მუნიციპალიტეტი და 549 დასახლებული პუნქტია, აქედან მაღალი საშიშროების გავრცელების რისკის ზონაში მოქცეულია – 97, საშიშროების საშუალო გავრცელების რისკის ზონაში – 170, დაბალი – 168, ხოლო ძალიან დაბალი – 111 დასახლებული პუნქტი.

ანგარიშის მიხედვით, მხარის ყველა მუნიციპალიტეტისთვის მთავარი საფრთხე მეწყრული პროცესია, რაც საფრთხეს ხშირ შემთხვევაში საცხოვრებელ სახლებსაც უქმნის.

დოკუმენტში წერია, რომ  თუ 2024 წელსმოსული ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიური ნორმის შესატყვისი იქნება, მეწყრული და ღვარცოფული პროცესებიც საშუალო ფონური დონის ფარგლებში დარჩება.

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარე

გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან 2023 წლამდე ჩატარებული გეოლოგიური კვლევების მიხედვით, მხარეში შემავალი 256 დასახლებული პუნქტიდან, საშიში გეოლოგიური პროცესების მოქმედების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია – 92, საშუალო რისკის ზონაში 105, დაბალი რისკის ზონაში 46, ხოლო ძლიერ დაბალი 13 დასახლებული პუნქტი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გასულ წელს მხარეში საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა 236 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე გაიცა, საიდანაც 102 არ ექვემდებარება ადგილზე ცხოვრების გაგრძელებას და მათი გეოლოგიურად მდგრად ადგილებზე გაყვანის რეკომენდაცია გაიცა.

2023 წელს რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარეში დაფიქსირდა აქტიურ დინამიკაში მყოფი 36 მეწყრული სხეული, 12 ღვარცოფული წყალსადინარი და ქვათაცვენა/კლდეზვავის 5 უბანი.

ბიულეტენში დეტალურადაა საუბარი შოვში 3 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიაზეც.

სამცხე-ჯავახეთი

მხარე 6 მუნიციპალიტეტს და 271 დასახლებულ პუნქტს მოიცავს. ბიულეტენის მიხედვით, დაზიანების მაღალი რისკის ქვეშაა 25, საშუალო – 46, დაბალში – 51, ძლიერ დაბალში – 149 დასახლებული პუნქტი.

გარემოს ეროვნული სააგენტო წერს, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თხოვნით 2023 წელს შეფასდა 38 მოსახლის საცხოვრებელი არეალი, საიდანაც მხოლოდ 13-ზე გაიცა სხვა ადგილზე გადაყვანის რეკომენდაცია.

შიდა ქართლი

2023 წლის მონიტორინგის კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ მხარეში შემავალი 361 დასახლებული პუნქტიდან საშიში გეოლოგიური პროცესების ზემოქმედების პროცესების მაღალი რისკის ზონაში მოქცეულია 26, საშუალო რისკის ზონაში – 22, დაბალი რისკის ზონაში – 51, ძლიერ დაბალი – 262 დასახლებული პუნქტი.

ხაშურის მუნიციპალიტეტის შეფასებისას ბიულეტენში წერია, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის გასწვრივ, რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან, სამხრეთული ექსპოზიციის კედლის ძირში, 2.5 მ-მდე დამცავი კედლის მიღმა სივრცე კლდოვანი ქანების გამოფიტვის შედეგად ჩამოშლილი მასისგან კვლავ თითქმის მთლიანადაა ამოვსებული. ამიტომ, აუცილებელია მისი მთლიანი გაწმენდა. ეს გამორიცხავს ახალი ჩამოშლის საფრთხეს და ავტომაგისტრალზე მოძრაობის შეფერხებას.

მცხეთა-მთიანეთი

მხარის ფარგლებში, დაზიანების მაღალი რისკის ქვეშაა – 195, საშუალო – 138, დაბალი – 58, ხოლო ძლიერ დაბალი – 95 დასახლებული პუნქტი. შედეგად, მხარეში დასახლებული პუნქტების 40% მაღალი რისკის ზონაშია მოქცეული.

ქვემო ქართლი

მხარეში მოქცეულია 364 დასახლებული პუნქტი. 2023 წელს წარმოებული კვლევების შედეგების მიხედვით, აქედან, მაღალი საშიშროების რისკის ზონაშია 25, საშუალო – 43, დაბალი – 34, ძლიერ დაბალი – 262 დასახლებული პუნქტი.

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური პროცესების ჩასახვა-განვითარების და რეაქტივაციის მთავარი მაპროვოცირებელი კლიმატია.

კახეთის მხარე

კახეთის მხარე მოიცავს 342 დასახლებულ პუნქტს. აქედან მაღალი საშიშროების რისკის ქვეშაა – 23, საშუალო – 79, დაბალი – 68, ძლიერ დაბალი – 172 დასახლებული პუნქტი.

ბიულეტენის მიხედვით, კახეთის მთავარი პრობლემა ატმოსფერული ნალექებია. ცნობილი ხდება, რომ გასულ წელს, ატმოსფერული ნალექების ყველაზე დიდი მასშტაბი თელავში დაფიქსირდა.

თბილისი

გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქში ოპტიმალურად ასათვისებელი ფართობი თითქმის აღარ არის, ქალაქის გაფართოება იმ არეალებში დაიწყო, სადაც ადრე გეოლოგიური და საინჟინრო ნორმებიდან გამომდინარე, მშენებლობა დაუშვებლად ითვლებოდა.

ბიულეტენის მიხედვით დედაქალაქში 32 მაღალი და 13 საშუალო რისკის ზონაა.

დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომელიც შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს. ამასთან, თბილისში დასახელებულია უბნები, სადაც გეოლოგიური პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

გაზიარება166

დაკავშირებული -პოსტები

14 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   ენერგიული დღეა. ახალი საქმის დაწყება გაგიმარტივდება, თუმცა იმპულსურ გადაწყვეტილებებს მოერიდე.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინე. ურთიერთობაში გულწრფელი საუბარი სასარგებლო იქნება.   ტყუპები   საინტერესო სიახლე ან...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ახალგაზრდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.   გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტის დროს ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.   დაჭრილი...

დაწვრილებითDetails

14 სექტემბერის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 14, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +26, +31°; მთაში...

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"