ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 433 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 160 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 გარდაიცვალა.
Stopcovid.ge -ს მონაცემებით:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 308 834
- გამოჯანმრთელებულია – 289 976
- გარდაცვლილია – 4 095
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 29 024, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 185 , PCR ტესტით – 17 839
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 4,94%, ბოლო 14 დღის – 4,54%, ბოლო 7 დღის – 4,72%
- კარანტინის რეჟიმში – 217
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3 765
- კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 718
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 433 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 904 შემთხვევა, აჭარა – 146, იმერეთი – 79, ქვემო ქართლი – 54, შიდა ქართლი – 39, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 99, კახეთი – 45, მცხეთა-მთიანეთი – 28, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 150 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 127 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.