ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 133 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 20 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 241 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 64, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 10. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 9 მოქალაქეა მოთავსებული. ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 694 ადამიანი.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 276 ადამიანი.









