ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 392 გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1 256 ადამიანი გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე პაციენტია 236, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 44 პირი.
იმერეთის კოვიდ-სასტუმროებში, მოტავსებულია 266 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 35.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 5 080 ადამიანი.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 574 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 117 560-მდე.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 303 გარდაცვალების შემთხვევა.