იმერეთში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – ამის შესახებ იმერეთოს გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით ერთ-ერთ ინფიცირებულს ჭიათურიდან აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის 32-ე საჯარო სკოლას არ უკავშირდება.
”ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 132 ნიმუში ავიღეთ იმერეთის მასშტაბით და დადასტურდა აქედან 11. ძირითადად ეს თერთმეტი დაკავშირებულია 32-ე სკოლასთან, თუმცა გვაქვს აჭარაში მოგზაურობის ფაქტებიც, რომელიც ამ შემთხვევაში უკავშირდება ჭიათურას. შესწავლილია ინფიცირებულის ყველა კონტაქტი, მისი ოჯახის წევრები არიან თვითიზოლაციაში. საბედნიეროდ მას არ ჰქონდა კონტაქტი თავის სკოლასთან.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძენ.










