იმერეთსა და ქუთაისში ყველა ბაზრობა იხურება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან გიორგი გახარიასთან, ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან, ვიდეოკონფერენციის შემდეგ იქნა მიღებული.
როგორც იმერეთის გუბერნატორის პრესსამსახურში აცხადებენ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ბაზრობებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევები გახდა.
გიორგი გახარიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, მკაცრად გაკონტროლდეს რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის მთავრობის დადგენილებით დაწესებული აკრძალვები საკვირაო ბაზრობებსა და ხალხმრავალ თავშეყრასთან დაკავშირებით.