იმერეთის რეგიონმა დიდთოვლობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 40-მდე ტონა სურსათი და პირველადი მოხმარების პროდუქტები მიიღო. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო შტაბის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამოგზავნილი პროდუქტი იმერეთის მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტში განაწილდება და მოსახლეობას გადაეცემა. დღესვე ქუთაისიდან მუნიციპალიტეტებმა მათთვის განკუთვნილი პროდუქტი წაიღეს, რათა დროულად უზრუნველყონ მოსახლეობამდე მიტანა.
დაკარგული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს
ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე დანიელ შერვაშიძე გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაცია ამის შესახებ მთავარს შსს-ში დაუდასტურეს. ,,სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს ტყეში ეს ბიჭი. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. ახლობლების...










