იმერეთის რეგიონის სპორტ სკოლებს ჭიდაობისა და ძიუდოს ტატამები გადაეცათ. ჭიდაობისთვის განკუთვნილი ტატამი მიიღო ხონის სპორტ სკოლამ. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ახალგაზრდა მოჭიდავეებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად დაესწრო. ადგილზე იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე . ადგილზე ასევე დაგეგმილია ძალოსნობის დარბაზის რეაბილიტაცია. ძიუდოს ტატამი დაიგო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს ახლადგარემონტებულ სპორტულ დარბაზში. სპორტსკოლაში მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ასევე იმყოფებოდა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომელმაც სპორტსკოლის აღსაზრდელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სპორტსკოლაში სტუმრობისას, კახიაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან, სოფელში ძალოსნობის ახალი დარბაზის აშენების საკითხი განიხილა.
“ჩვენი ჯარი ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უმთავრეს გარანტად”- ირაკლი კობახიძე
დღეს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეული თარიღია - 35 წლის წინ, 1991 წლის 30 აპრილს, დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად, პირველი წვევამდელების მიღებით საფუძველი ჩაეყარა ჩვენს თანამედროვე თავდაცვის ძალებს. მას შემდეგ ეს დღე ქართული მხედრული...









