შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოსა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ო.მ., 2006 წელს დაბადებული რ.ა. და 2006 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ო.მ., რ.ა. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
გორში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც გუშინ ტრაგედია დატრიალდა, ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილისთვის პატივის მისაგებად, ადგილზე ყვავილებით, სათამაშოებით მიდიან და სანთლებს ანთებენ. ცნობისთვის, გუშინ, გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით...
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. "14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების...
საქართველოს საპატრიარქო ვლაქერნობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს...
ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაშავდა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ცნობილია, რომ შემთხვევა ანგისის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ ბინაში გაზის ბალონი...
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა . ბორჯომის კლასიკური მუსიკის XV საერთაშორისო კონკურსზე ,,ჰარმონია”. მოსწავლეებმა სამი გრან-პრი, სამი პირველი პრემია, სამი მეორე პრემია და სამი...
დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე, მე-9 სართულიდან 15 წლის მოზარდი გადმოვარდა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. "საშნელება მოხდა, წუხელ გვიან ღამით, გოგონა სტუმრად იმყოფებოდა," - წერენ სოციალურ ქსელში.
მძღოლი, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. აღნიშნული „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ავტოსაგზაო შემთხვევა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, 13 ივლისს მოხდა. „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდა ქალს...
იტალიაში ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - ინფორმაცია ემიგრანტების ჯგუფში ვრცელდება. "იტალიაში გარდაიცვალა ახალგაზდა ემიგრანტი მამაკაცი. ვანო ელაშვილი გულის შეტევით.ვუსამძიმრებთ ემიგრატებს და ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას..უფალმა ნათელში ამყოფოს ქართველი ვაჟკაცის სული..!...