Yellow Tape Showing Text Police Line Do Not Cross Restricting a Crime Scene Area At Night. Close Up Aesthetic Shot with Bokeh Effect and Flickering Lights. Criminal on the Loose Strikes Again
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული სამმართველოსა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად გატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ო.მ., 2006 წელს დაბადებული რ.ა. და 2006 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, გ.ხ. ჯგუფურად, დიდი ოდენობით, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსებული ჩასარიცხი აპარატის მეშვეობით, მათ სარგებლობაში არსებულ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხას რიცხავდნენ, შემდგომ კი აპარატის დაზიანებით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ აპარატში არსებულ სრულ თანხას.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ო.მ., რ.ა. და გ.ხ. ბრალდებულის სახით დააკავა.
სამართალდამცველებმა მოპარული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.
კადრებში რაც ვნახე იყო ის, რომ ფიზიკური ძალადობა დიმიტრი სამხარაძეზე ბატონმა გიორგი გახარიამ დაიწყო და შემდეგ რეაგირებაც ბატონი დიმიტრისგან მოულოდნელი არ იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განუცხადა. მაჭავარიანის...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 იანვარს ქ. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. 16 და 17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...
საქართველოს მოქალაქეებს კვლავ ემუქრება დაკავება ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობის გამო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, მზია ამაღლობელისა და გურამ მურვანიძის „დაპატიმრება გამოხატვის თავისუფლებას უფრო მეტად აკნინებს“. „ყველა უსამართლოდ...
შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების" მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია...
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8446 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8448 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002...
მესხიშვილის თეატრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „მშვიდობით ჩვენო პაუზა გია გორგიძე,, ყველას ტკივილო. უფალმა დაგიმკვიდროს მარადიული სასუფეველი მართალთა შორის!“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში. წავიდა ჯერ იფრინა და მერე ჩუმად დაგვტოვა...
დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი თავს დაესხა. ასევე ვრცელდება ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ფიზიკურად აქციის მონაწილეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დოლიძის ქუჩაზე მყოფ აქციის...
2025 წლის 15 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კლოდ კერნის, ედით ესტრელას და ბას კლაინს...
თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია, საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა საკადრისი პასუხი, თუმცა სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს მე თბილისში...
საქართველოს 18 წლამდე ასაკის ხელბურთელთა ნაკრები IHF-ის თასის ევროპის ზონის გათამაშებაში წარმატებით ასპარეზობს. ქართველმა სპორტსმენებმა A ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთის ნაკრები ანგარიშით 43:23 დაამარცხეს. 14 იანვარს ქართველი ხელბურთელები კვიპროსელ თანატოლებს...