ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელს ორპირის საჯარო სკოლაში კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა.
არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ ორპირში მცხოვრებ ერთი ოჯახის ოთხ წევრს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს, რომლებიც ორპირის საჯარო სკოლის პირველი და მეხუთე კლასის მოსწავლეები არიან.
ორპირის საჯარო სკოლის დირექტორმა ირინა ბერეკაშვილმა „ინტრპრესნიუსს“ განუცხადა, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი კორონავირუსის დაფიქსირების გამო შეწყდა.
„მივიღეთ წერილი ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრიდან, რომ ჩვენი სკოლის ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათან შეთანხმებით სკოლაში სასწავლო პროცესის შეწყვეტის შესახებ. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან ეპიდემიოლოგები, მიმდინარეობს ბავშვების და მასწავლებლების ტესტირება, ინფიცირებულებთან კონტაქტების დადგენა. სკოლაში სასწავლო პროცესი რეკომენადიციების სრული დაცვით მიმდინარეობდა“, – აცხადებს სკოლის დირექტორი.