ინფო იმერეთის ცნობით იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას ცაგერის ყოფილი მერი ლევან ზალკალიანი დაიკავებს.
ლევან ზალკალიანი ცაგერის მერის თანამდებობას 2023 წლიდან იკავებდა, მან თანამდებობა 26 აგვისტოს დატოვა.
იმერეთის მოქმედი გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ამ დროისთვის შვებულებაშია და აღნიშნულ თანამდებობას ახალი გუბერნატორი დაიკავებს. ის საარჩევნო კამპანიაში ერთვება და იმერეთში “ქართული ოცნების” დელეგატი იქნება.









