“ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს! ასევე, ჩემს ხონელებს, ჩვენი ქალაქის სტუმრებს და გულშემატკივრებს, ვულოცავ ,,ხონელობას,,! წმინდა გიორგი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ თქვენგანს!
კოვიდპანდემიის პირობებში, ხონში არ დაგეგმილა არც ერთი ღონისძიება , მსვლელობა თუ აქტივობა. იმედს ვიტოვებ , რომ მომავალი 6 მაისი ტრადიციულად ფერადი და საინტერესო იქნება.
ვირუსთან ბრძოლაში, ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს, რაც გვავალდებულებს ვიყოთ ყურადღებით, დავიცვათ წესები, მოვერიდოთ შეკრებებს და საფრთხის შემცველ აქტივობებს. მე მჯერა თქვენი გონიერების და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ. ჯანმრთელობას და მხნეობას გისურვებთ! იმედიანი და ბედნიერი ხვალინდელი დღე სრულიად საქართველოს!” – წერს ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ფეისბუკზე.