კვირას ღამით ბერლინის ნატურალური ღვინის ფესტივალიდან დავბრუნდი RAW WINE დან. მატარებელი ფრანკფურტში 5 საათში ჩამოვიდა.
5 საათი ვფიქრობდი ფბ პოსტი დამეწერა თუ, არა. თავი შევიკავე, დაველოდე სააგენტოს ოფიციალურ განცხადებას. იმედი მქონდა, ქართულ სტენდებზე ღვინის არ ქონდა უფრო არგუმენტირებული იქნებოდა ვიდრე მათი განცხადებაა.
შარაშან RAW WINE არ იყო. 2019 წლის ფესტივალზე ჩემი სტუმრობა კი ასე გაგრძელდა. კომპანია, სადაც ვმუშაობ გერმანიაში ქართული ღვინის იმპორტს ანხორციელებს. 2019 წლისთვის სორტიმენტში მხოლოდ ერთი იმერული ღვინო გვქონდა ციცქა-ცოლიკოური-კრახუნა.
ფესტივალზე ერთი იმერელი მეღვინის ცოლიკოური გავსინჯე, რომელიც ძალიან მომეწონა. რადგან იმერული ღვინოების სორტიმენტის გაზრდას ვგეგმავდით, გადავწყვიტეთ იმერეთში ჩავსულიყავით, თავად მეღვინეობას ვსტუმრებოდით და მერე წამოგვეღო ღვინო.
ფესტივალიდან რამოდენიმე დღეში ჰაბურგის ერთი ცნობილი ღვინის ბარსგან მივიღეთ მეილი, რომელსაც ფესტივალზე იგივე მწარმოებლის ღვინო გაესინჯა, მოეწონა და თავის ბარში შეტანა სურდა.
ჩემი მეგობარი, რომელიც იმ დროს სადოქტოროს ნატურალური ღვინოების მოხმარების ტენდეციაზე და მომხმარებლის ქცევაზე წერდა, და საქართველოში წასვლაც რა ხანია დაგეგმილი გვქონდა, შევთავაზე ჩვენთან ერთად წამოსულიყო და პატარა მიმოხილვა გაეკეთებინა იმერელი მეღვინეებისთვის, თუ რა ხდებოდა მსოფლიოს ნატურალური ღვინის ბაზარზე და კონკრეტულად გერმანიაში.
საბოლოოდ, შეხვედრა ქუთაისში შედგა იმერელ მეღვინეებთან ერთად, სადაც ღვინოების დეგუსტაციაც გაიმართა და საბოლოოდ ჩვენს სორტიმენტს დაემატა არა ის ერთი ღვინო, რომელისთვისაც საქართველოში ჩავედით, არამედ, ოთხი მეღვინის ღვინო. მეორე დეგუსტაცია სპონტანურად თბილისში გაიმართა. თბილისური დეგუსტაციიდან კი დაგვემატა კიდევ ერთი მეღვინის 3 ღვინო.
გამოდის, რომ ნატურალური ღვინის ფესტევალზე გასინჯულმა ერთმა ,,ყლუპმა” ცოლიკოურმა გააფართოვა ჩვენი სორტიმენტი და საქართველოდან კიდევ 5 მეღვინემ გაიტანა თავისი ღვინო ექსპორტზე გერმანიაში.
ამდენი იმიტომ მოგიყევით, რომ იცოდეთ რა ,,ძალა” აქვს ასეთ ფესტივალზე გასინჯულ ერთ ყლუპ ღვინოს. აი, კვირას 13:00 საათზე კი, ყლუპი ღვინო კი არა, წვეთი ღვინო არ ჰქონდათ იმ მეღვინეებს, ვისაც თავად თითო ბოთლი წამოეღო საქართველოდან.
მათ კი, ვინც უკვე გერმანულ ბაზარზეა, უბრალოდ გაუმართლათ, რადგან მათმა პარტნიორებმა შეძლეს სახელდახელოდ ფესტივალზე ღვინის მიტანა.
მეორე საკითხი, არის ხარჯი, რაც სახელმწიფომ თითოეული მეღვინის სტენდისთვის გადაიხადა. პლიუს, ფრენა, კვება, სასტუმრო, ტრანსპორტი …
სამწუხაროდ, ასეთი ამბები გერმანიაში უკვე წლებია ხდება. იმედი მაქვს, სხვა ქვეყნებზე ვინც არიან პასუხისმგებელნი უფრო ორგანიზებულად მუშაობენ. მაგრამ, ჩვენთან ასეა.
მაგალითად , შარშან ზაფხულში მიუნხენში ჩატარებულ ერთ-ერთ დეგუსტაციაზე, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია აკეთებდა, რომელიც 3 დღეს გაგრძელდა და ღვინის კრიტიკოსები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ღვინო არ ჰქონდათ, რადგან ქართულმა მხარემ თავის დროზე არ მიაწოდა ღვინო. მერე ატყდა მეილების წერა. წარადგინეს მერე ის ღვინოები, რომლებიც გერმანულ ბაზარზე მოიპოვებოდა.
მე რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს სააგენტოს მუშაობის ,,ფილოსოფიაა”. მაგალითად, როდესაც გერმანიაში დეგუსტაცია ჩანიშნულია 30 რიცხვში, ღვინის ეროვნული სააგენტო მეღვინეებს ატყობინებს ყველაზე კარგ ვარიანტში 10 რიცხვში, კიდევ უფრო კარგ ვარიანტში მეღვინეს მიწოდების ბოლო ვადა აქვს 20 რიცხვში.
ხომ შეიძლება, ერთი თვით ადრე მაინც იყოს ცნობილი ინფორმაცია, და მთელი სტრესისა და ნერვების ფასად არ დაუჯდეს მეღვინეს ღვინის საკონკურსოდ, თუ სადეგუსტაციოდ გაგზავნა.
ინფორმაცია, ხომ თვეობით ადრე აქვს სააგენტოს, სად, რა, როდის ტარდება. გერმანიაში ყოველ შემთხვევაში ყველაფერი თვეობით ადრე იგეგმება. სააგენტოსთვისაც თვეობით ადრე უნდა იყოს ცნობილი. მაინტერესებს, რატომ სტრესავთ ამ ხალხს ???!
გასაგებია, რომ პანდენიამ შეაფერხა ყველაფერი, ტრანსპორტირება, განბაჯება და ა. შ. მაგრამ, პანდემია მარტო ქართველებისთვის ხომ არ არის? არგუმენტად ის, რომ მოითხოვეს ტვირთის დამატებით შემოწმება არ გამოდგება, რადგან ღვინის შემოწმებას პერმანენტულად ახორციელებენ ამორჩევის პრინციპით გერმანიაში. წესით სააგენტომ უნდა იცოდეს ეს. ერთხელ გაგიმართლებს, მეორედ არ გაგიმართლებს.
თქვენ ეტყობა ადრე სულ გიმართლებდათ. ჩვენი ტვირთიც მდგარა ერთი კვირა ჰამბურგის პორტში, სწორედ ასეთი შემოწმებისთვის.
მაგრამ, ჩვენ ფასტივალზე არ მიგვქონდა ის ღვინო. 15 ნოემბერს რატომ იგზავნება ღვინო, როდესაც 29 რიცხვში ფესტივალია. ხომ შეიძლება ერთი თვით ადრე გამოუშვათ?
მითუმეტეს ამ პერიოდში, როდესაც საშობაოდ ემზადება ქვეყანა და ყველაფერი გადატვირთულია, თან პანდემიაც აფერხებს ტრანსპორტირებას და განბაჟებას. უბრალოდ, საჭიროა სწორად ორგანიზება.
იმედი მაქვს, 2022 წლის მარტის დუსელდორფის ღვინის ფესტივალზე ქართველები ღვინის გარეშე არ ვიქნებით.-წერს ნანა ჯოჯიშვილი.










