პანდემიამ ჩვენი სისუსტის დემონსტრირება მოახდინა, იმან, რაც მხოლოდ მიკროსკოპში ჩანს, დაგვაჩოქა, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა აშშ-ის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
მან ქვეყნები არაკოორდინირებულად მოქმედების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში სოლიდარობა და ერთობა აუცილებელია.
„თითოეული ქვეყანა საკუთარი გზით წავიდა და ეპიცენტრიც ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიოდა“,- აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
„უნდა გავაძლიეროთ მრავალმხრივი ინსტიტუტები და მივცეთ მას ინსტრუმენტები იმისთვის, რომ გლობალურმა ეფექტურმა მმართველობამ იმოქმედოს და იმ დრამატულ გამოწვევებს დაუპირისპირდეს, რის წინაშეც ვდგავართ,“- განაცხადა გუტერეშმა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 7.3 მილიონს აჭარბებს, დაღუპულია 413 749 ადამიანი.