LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/10/21-ში
A A
84
ნახვა
გაზიარება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებითს თანახმად, კულტურის სამინისტროს მიერ, დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება, რამდენიმე კომპანიამ კი სერვისი უსასყიდლოდ გასწია.

როგორც მთავრობის ადმინისტრაცია წერს, თავდაპირველად პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით სარეზერვო ფონდიდან 3 მილიონი გამოიყო, შემდეგ კი ეს თანხა 722 645 ლარამდე დაკორექტირდა და 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით სახელმწიფო კომისიის 2026 წლის 18 მარტის №1 ოქმით, განისაზღვრა დაკრძალვის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი უწყებები, მათ შორის – საქართველოს კულტურის სამინისტრო, რომელსაც დაევალა დაკრძალვის ცერემონიალის (ღონისძიების) ორგანიზება. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კულტურის სამინისტროს გამოეყო 3 000 000 ლარი, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 მაისის №953 განკარგულების საფუძველზე, განხორციელდა ცვლილება საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მარტის №589 განკარგულებაში და კულტურის სამინისტროსთვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა დაკორექტირდა 722 645 ლარამდე. შესაბამისად, 2 277 355 ლარი ბიუჯეტში დაბრუნდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ოდენობამ შეადგინა 722 645 ლარი.

კულტურის სამინისტროს მიერ, ღონისძიების ორგანიზებისათვის გაფორმდა 26 ხელშეკრულება:

  • შპს TV პროექტი – უწყვეტი დენის მიწოდება და განათებით უზრუნველყოფა სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე -10 000 ლარი;
  • შპს ალფა სტუდიო – უწყვეტი დენის მიწოდება (გენერატორებით მომსახურება) სიონისა და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე – 21 800 ლარი;
  • შპს ლუმა დეველოპმენტ – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა კონსტრუქციებისა და სივრცეების მოწყობა (მინის პოდიუმი, ჟურნალისტების სივრცე, ოპერატორების სივრცე, გუნდების სივრცე და ა.შ.) – 53 624.10 ლარი;
  • შპს ჯი თი ჰოლდინგი – სამების საკათედრო ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, პროცესიისთვის განსაზღვრული გზის, სიონის ტაძრის მიმდებარედ ლედ ეკრანებით, გახმოვანებით, გენერატორებით, ლეიერების კონსტრუქციებით უზრუნველყოფა – 133 230 ლარი;
  • შპს ვი თი სერვისი – რეგიონებიდან სალოტბარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება 33 ერთეული მიკროავტობუსით- 13 200 ლარი;
  • ი/მ გიორგი კვიჟინაძე – სალოტბარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების მომსახურება 3 ავტობუსით – 2 850 ლარი;
  • შპს თელედა – დაკრძალვის ცერემონიალთან დაკავშირებით ღვინის (406 ბოთლი) შესყიდვა – 10 150 ლარი;
  • შპს დისქოვერი – სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) – 29 400 ლარი;
  • შპს ეიჩემსი ჯორჯია- სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა (სასტუმროს მომსახურება, 21-23 მარტი) -33 880 ლარი;
  • შპს ფლორერია – სამებისა და სიონის ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 26 550 ლარი;
  • შპს ჯეოვოისი – სამებისა და სიონის ტაძრებში და მიმდებარედ სხვადასხვა კონსტრუქციების მოწყობა და გახმოვანების სისტემით უზრუნველყოფა, მონტაჟი და დემონტაჟი (გახმოვანება, ხმის ინჟინერია, ლეიერის კონსტრუქციები, ლედ ეკრანები, კაბელ-არხები, ფერმის კონსტრუქციები) – 215 600 ლარი;
  • შპს თბილისი ჰოტელს ჰოლდინგ (შერატონი) – დაკრძალვის ღონისძიებასთან დაკავშირებით ტრაპეზის ორგანიზების მომსახურება 600 სტუმრისათვის (რომელიც, მათ შორის მოიცავდა გახმოვანების აპარატურით, თარჯიმნის მომსახურებასა და მიკროფონებით უზრუნველყოფას) – 93 886,70 ლარი;
  • ი/მ ცირა ჭყონია – ტაძრის ინტერიერის, დაკრძალვის პროცესიის გასაფორმებლად საჭირო ყვავილების შესყიდვა – 16 200 ლარი;
  • შპს ვი თი სერვისი – 15 მიკროავტობუსით მომსახურება (22 მარტი) – 6 000 ლარი;
  • ი/მ თამამ იუსუფ ყიზი – წითელი ხავერდის ქსოვილი 10 მეტრი – 300 ლარი;
  • შპს ჯიჯიეს პრინტი – საშვების, ბეიჯების, ბანერის, მოსაწვევის ბეჭდვის მომსახურება, სკამების ტრანსპორტირების მომსახურება – 11 362.50 ლარი;
  • შპს სეთ აფ ივენთსი – ჯებირებით, კაბელ – კანალებით, პარტიკაბელებით უზრუნველყოფა- 9 740 ლარი;
  • ი/მ ცირა ჭყონია – ღია სატრანსპორტო საშუალებისათვის ყვავილების შესყიდვა -7 850 ლარი;
  • შპს ფავორიტი სტილი – 18 ცალი ბანერის დამზადება ლეიერებისათვის – 8 050 ლარი;
  • შპს ჯენი 1994 – უწყვეტი დენის მიწოდებისათვის გენერატორის მომსახურება – 8 600 ლარი;
  • შპს ტგ-ტვ – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელიტური კავშირით უზრუნველყოფის მომსახურება – 1 500 ლარი;
  • შპს ფიური ფილმვორქს – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 4 531.20 ლარი;
  • ი/მ გიორგი კობახია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირი ეთერის სიგნალის მიწოდებისა და პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება – 2 000 ლარი;
  • ი/მ ლევან აბულაძე – დრონით ვიდეო-გადაღების მომსახურება – 700 ლარი;
  • ი/მ ილია კიკაბიძე – პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფის მომსახურება (სატელიტური გადამცემის მეშვეობით, 08:00-17:00 მდე) – 1 000 ლარი;
  • ფ/პ ალექსანდრე ხუნწარია – სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატელევიზიო ამწით მომსახურება – 638 ლარი.
  • ტაძრის დასუფთავების მომსახურება უსასყიდლოდ შეასრულეს შემდეგმა კომპანიებმა – შპს პროგრეს სერვისი, შპს ლიტექსი – სერვისი, შპს ჯითი გრუპი GT GROUP. შპს აქვა გეომ 5 000 ბოთლი 0,5 – ლიტრიანი წყალი გადმოგვცა უსასყიდლოდ. გარდა ამისა, რამდენიმე კომპანიამ მომსახურება გაწია შეღავათიან ფასებში, შესრულებულ სამუშაოსთან შედარებით.
  • ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ პირებს, რეჟისორს, შემოქმედებით-საშემსრულებლო ჯგუფს ჰონორარი არ აუღია (მომღერლები, მგალობლები და ა.შ)“- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, წინა კვირას ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, მმართველი გუნდი უახლოეს მომავალში საზოგადოებას პატრიარქსი დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიდა.

ამას წინ უძღოდა „საქართველოს კულტურის პალატის“ პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის განცხადება, რომელმაც  ხელისუფლებას პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ხარჯების შესახებ სრული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

ოქიტაშვილმა გენერალურ პროკურატურასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა, შეესწავლათ, რა თანხები დაიხარჯა დაკრძალვის ორგანიზებისთვის, ვის გადაერიცხა სახელმწიფო სახსრები და რამდენად მიზნობრივად განხორციელდა შესყიდვები.

მან კულტურის ყოფილ მინისტრს, თიკა რუხაძესაც წაუყენა ბრალდებები და იკითხა: „ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?!“ ყოფილი მინისტრი ბრალდებებს არ გამოხმაურებია.

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

“სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, “ქართული ოცნება“ ცდილობს, დაასამაროს დემოკრატია, ასევე, სამარცხვინოა, რომ გახარიას პარტია კეკლუცობს” – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სრულიად მიუღებელი იყო ირაკლი კობახიძის საჯარო გამოსვლა, ანუ ღია მუქარა, რომელიც გაჟღერდა გუშინ – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა, რაშიაც “ქართული ოცნება” ამყოფებს ქვეყანას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ რა დღეში ჩააყენა “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო სასამართლო, როგორ ასამარებს საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც დაასამარა ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში ,...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5976 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5978 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ვის უმზადებს დიდ სიურპრიზს ოქტომბრის ბოლო კვირა – ასტროლოგები ზოდიაქოს სამ ნიშანს ასახელებენ

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ტკბილეულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ
მთავარი

ოქტომბრის ბოლო კვირა სამი ზოდიაქოს ნიშნისთვის შესაძლოა მოულოდნელი სასიამოვნო ცვლილებების პერიოდი აღმოჩნდეს! კურო: შესაძლოა, მიიღოთ სიახლე, რომელსაც დიდი ხანია ელოდებით. ფინანსურ საკითხებში ან პირად ცხოვრებაში მოულოდნელმა შესაძლებლობამ თქვენი განწყობა საგრძნობლად...

დაწვრილებითDetails

მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულ 60 წლის კაცს 12 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
13 წლის გოგოს გაუპატიურების ფაქტზე ბიძას ბრალდება წარუდგინეს
მთავარი

მამუკა მანიას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა — ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 60 წლის მსჯავრდებულის საქმეზე დასკვნითი პროცესი დასრულდა. მოსამართლე შოთა ბიჭიამ გადაწყვეტილება მიიღო. მამუკა მანიას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას...

დაწვრილებითDetails

3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
თავის ტკივილი და გამომწვევი მიზეზები
მთავარი

თავის ტკივილი 200-ზე მეტი დაავადების სიმპტომია. ზოგიერთი სახის თავის ტკივილი შეიძლება იყოს მემკვიდრეობითი, მაგალითად შაკიკი. ასე რომ, ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გარკვეულ გენებს, რომლებიც გარკვეულ გარემოებებში იწვევს თავის ტკივილის შეტევებს. შაკიკი...

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა
მთავარი

ევროპარლამენტმა ახალი რეგულაცია დაამტკიცა, რომელიც მგზავრებს ტრანსპორტით გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში თანხის დაბრუნებას გაუმარტივებს. ახალი წესების თანახმად, მგზავრებს თანხის სრულად დაბრუნების მოთხოვნა სტანდარტული ფორმის საშუალებით შეეძლებათ. რეგულაციას მხარი 652-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული...

დაწვრილებითDetails

“ვადაგასული სურსათი გამოავლინეს” – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და ხელვაჩაურში დარღვევები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში საწარმოო პროცესი შეუჩერეს შპს ,,ილოვატო-111“-ის (ს/კ 445629053) პურის საცხობს, სადაც გამოვლინდა კრიტიკული...

დაწვრილებითDetails

„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
„მშვიდად განისვენე კაპიტანო“ – „დინამო თბილისი“ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეს ემშვიდობება
მთავარი

ლეგენდარული ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამძიმრის წერილი გაავრცელა „დინამო თბილისმა“, სადაც ლეგენდარულ ფეხბურთელს ემშვიდობება: „საქართველოს ნაკრებისა და ჩვენი გუნდის ყოფილი...

დაწვრილებითDetails

რუსეთთან ურთიერთობებში რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება, ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 21, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის „რაიმე ახალი ეტაპი არ იწყება“. კერძოდ, ამით კობახიძემ უპასუხა კითხვას, რას უკავშირდება რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილის დანიშვნა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"