უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ილია სულამანიძე (100 კგ) მერვედფინალში დამარცხდა და ტურნირი უმედლოდ დაასრულა. 24 წლის ქართველმა მერვედფინალური დაპირისპირება ესპანეთის სახელით გამომსვლელ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ (90 კგ-ში) ქართველთან, ნიკოლოზ შერაზადაშვილთან დათმო.
ტურნირზე წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.