მიხეილ სააკაშვილი კომუნიკაბელური არ არის, სუსტად არის, გაბრუებულია, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბადრაგის საშუალებით გადააადგილდება, რადგან დამოუკიდებლად სიარული არ შეულძლია.
„მნიშვნელოვანი განცხადებები ამ წუთში შეუძლებელია. კომუნიკაბელური არ არის, სუსტად არის, გაბრუებულია. მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ხვალ იქნება განცხადება.
სუსტად არის, ბადრაგს ჩამოჰყავს და აჰყავს. ეს კიდევ ერთი დაბრკოლებაა. ახლა, შეხვედრისას ჩამოსაყვანი უნდა გახდეს და ასაყვანი, რაც, ჩემი აზრით, მძიმეა.
იკვეთება, რომ ადამიანი ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი. ვნახე ფორმა 100.
შემიძლია გითხრათ, რომ ორივე, 27 და 30 დეკემბრის დიაგნოზი ყალბია. ვერნიკეს ენცეფალოპათია ამოღებულია. მისმა ექიმებმაც აღნიშნეს, რომ იგივე წონით დაბრუნდა, რითიც გავიდა.
ეს ნიშნავს, რომ ე.წ. რეფიდინგით მისი აღდგნა არ მოხდა. არც წონის მატება აქვს. წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რა მდგომარეობაშიც გორში იმყოფებოდა, კუნთების მოდუნება და განლევა აქვს“,- აღნიშნავს გვარამია.