კორონავირუსის სტატისტიკის ზრდის ფონზე ჯანდაცვის მინისტრმა ლოკდაუნი ახსენა, მაგრამ “ღამის კურიერში” სტუმრობისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში ჩაკეტვა არ იგეგმება.
ამირან გამყრელიძემ დაადასტურა რომ ეპიდვითარება მძიმდება, რომ საქართველოში ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევები ფიქსირდება და ე.წ. დელტა შტამის ცირკულაცია მძლავრდება.
“ლოკდაუნზე მსჯელობა არ მიდის. ამ ეტაპზე მსჯელობა მიდის მხოლოდ გამკაცრებაზე იმ რეგულაციების, რაც არსებობს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.