“იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის” – ამ ტრანსპარანტით ქართული ჟურნალისტიკის დღეს, ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
ჟურნალისტები 20:00 საათზე, ქუთაისის მერიის წინ შეიკრიბებიან დაგამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლს მზია ამაღლობელს სოლიდარობას გამოუცხადეს.
მედიის წარმომადგენლებმა ასევე “ქართული ოცნების” მიერ “მაუწყებლის კანონში” შესატან ცვლილებებსა და იმ შეზღუდვებზე ისაუბრეს, რომლითაც მედიას დაფინანსებების მიღება ეკრძალება.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.