იაპონიამ გადაწყვიტა, აეკრძალოს ქიმიურ იარაღთან დაკავშირებული საქონლის რუსეთში ექსპორტი, როგორც დამატებითი სანქცია მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო“, – წერს Reuters-ი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის გენმდივნის, ჰიროკაძუ მაცუნოს განცხადებაზე დაყრდნობით.
სააგენტოს ინფორმაციით, იაპონიის მთავრობა „ღრმად შეშფოთებულია“ რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გამო. Reuters-ის ცნობით, იაპონიის სანქციების სამიზნე გახდა 21 რუსული ორგანიზაციაც, მათ შორის სამეცნიერო ლაბორატორიები.
„იაპონია ღრმადაა შეშფოთებული უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობით”, – თქვა მაცუნომ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ქვეყანა, უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მუშაობას გააგრძელებს.