აშშ-ს ყოფილი ელჩი იან კელი ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის დახმარებაზე უარს და Twitter-ზე წერს, რომ ეს დასავლურ რეფორმებთან დაშორების სტრატეგიის ნაწილია.
“ძნელია ეს გადაწყვეტილება დაინახო სხვაგვარად, თუ არა იმ სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო დასავლეთზე ორიენტირებულ აუცილებელ რეფორმებს დაშორდეს”, – წერს იან კელი Twitter-ზე.










