ხმაური იყო ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე.
კაფე-ბარ “სავანეს” მეპატრონეები ხელისუფლებას კერძო საკუთრების ჩამორთმევასა და ბიზნესის განადგურებაში ადანაშაულებენ.
მათი თქმით “ქართული ოცნება” ბიზნესს კლავს.
“თქვენ ბიზნესს ანადგურებთ, თქვენ ხართ რუსული ხელისუფლება.”, – ამბობს დაზარალებული ირაკლი ტურაბელიძე.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ “სავანეს” მეპატრონეებს არაერთხელ მოუწოდა სიმშვიდისკენ და აღნიშნა რომ ისინი სხდომის ჩაშლას ცდილობდნენ.
სავანეს მეპატრონეები და მათი იურისტი საკრებულოს სხდომის დარბაზიდან დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.
ირაკლი შენგელიამ სხდომაზე 10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა და ,,სავანეს” მეპატრონეებს თავის კაბინეტში საუბარი შესთავაზა, მედიის თანდასწრებით, თუმცა დიალოგი ვერ შედგა.
ცნობისთვის, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს ,,სავანეს” დანგრევის გადაწყვეტილება 16 ნოემბერს რამდენიმე წლიანი დავის შემდეგ გამოიტანა.










