LIVE TV
კვირა, დეკემბერი 21, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები დემონსტრაციების, პროტესტების, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია” – ალექსანდარ ვუჩიჩი

დაპოსტა 2025/12/18-ში
20
ნახვა
გაზიარება

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები დემონსტრაციების, პროტესტების, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია. 9,4%-იანი ეკონომიკური ზრდა – მაჩვენეთ ევროპაში ქვეყანა, რომელსაც ასეთი ზრდა აქვს, – ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩიმ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვუჩიჩის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საქართველოში სერბეთის საელჩოს გახსნა იგეგმება.

მისი თქმით, სერბეთი და საქართველო დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს აღნიშნავს, თუმცა აქამდე ამ ურთიერთობის გაღრმავებაზე საკმარისი ძალისხმევა არ დახარჯულა.

„ძვირფასო მეგობარო, პატივცემულო მიხეილ, ჩემთვის დიდი პატივია მივიღო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და მინდა ვთქვა, რომ როგორც სერბეთის რესპუბლიკის მოქალაქე და პრეზიდენტი, მე ვგრძნობ ძალიან დიდი ბედნიერებას, იმიტომ, რომ პირველად ჩვენს ისტორიაში გვაქვს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ საქართველოს პრეზიდენტს. აღვნიშნეთ 30 წლისთავი დიპლომატიური ურთიერთობის და ეს გახლავთ პირველი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტის სერბეთში. სერბეთს და საქართველოს აქვთ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მაგრამ ჩვენ წარსულში ამ ურთიერთობის გაღრმავებაზე საკმარისად არ გვიმუშავია. ეს სიახლოვე სერბ და ქართველ ხალხს შორის გახლავთ ისეთი, რომ როგორც პრეზიდენტ ყაველაშვილს ვუთხარი, ბელგრადში და სერბეთში ის ვერ იპოვის ვერც ერთ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია, ცუდი რამე თქვას საქართველოზე. აქ ყველას უყვარს საქართველო და ის შეძლებს ნახოს და შეიგრძნოს ეს, შეიგრძნოს სერბული სტუმარ-მასპინძლობა, სადაც არ უნდა წავიდეს. ისტორიის განმავლობაში ჩვენ კონკრეტული ფორმა მივეცით ყველაფერს, რასაც ვგრძნობდით ერთმანეთთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენები თბილისი – ბელგრადი, ეს არის ეკონომიკური და სხვა ურთიერთობების ნაყოფი, მალე გავხსნით თბილისში საელჩოს, რომელიც იქნება ადგილი იმისთვის, რომ ძალიან ბევრი ბიზნეს ინიციატივა წარმოიშვას და რა თქმა უნდა, ეს იქნება თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა. დღეს ჩვენ განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დაწყებული მსოფლიო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სიტუაციით, განვიხილეთ სიტუაცია კავკასიის რეგიონსა და დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად გავუგეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, რომ გაეროს ქარტიის მოთხოვნების დაცვა, გაეროს რეზოლუციების მოთხოვნების დაცვა უმთავრესია ქვეყნებს შორის ურთიერთობაში. მე მადლიერი ვარ საქართველოსი, რომ ის პატივს სცემს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც სერბეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს მოცემულობა არასდროს არ შეიცვლება არც ერთი მხრიდან. ჩვენ ვართ შედარებით მცირე და საშუალო ზომის ქვეყნების წარმომადგენლები და ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო სამართალს და ამას მომავალშიც ძალიან მყარად დავიცავ“,- განაცხადა ვუჩიჩმა.

მისივე თქმით, სერბეთში მალე დაიწყება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების სტრატეგიული განხილვა.

„ჩვენ განვიხილეთ კონკრეტული ფორმები როგორ მივცეთ ჩვენს თანამშრომლობას, ჩვენ მალე გვექნება შერეული კომიტეტის სხდომა და მალე დავიწყებთ სტრატეგიულ განხილვებს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით სერბეთსა და საქართველოს შორის და ეს იქნება სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის. საქართველო ულამაზესი ქვეყანაა, მათთვის, ვინც ეს არ იცის, ის გადის შავ ზღვაზე, მას აქვს საზღვარი, რუსეთთან, თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო უმნიშვნელოვანესი ადგილია მსოფლიოში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებთან, ჩვენც იმავეს განვიცდით და გვესმის საქართველოს პოზიციის. დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალაში შევა შემდეგ წელს, იმიტომ, რომ ღრმა დისკუსიები მიმდინარეობს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ ხელშეკრულების შედეგად მივიღებთ უფრო იაფად პროდუქტებს საქართველოდან, ვიდრე სხვა ქვეყნებიდან და პირიქით, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისთვის, მეწარმეებისთვის, რომ ნახონ გასაღების ბაზარი საქართველოში. ასევე, განვიხილეთ თანამშრომლობის გაუმჯობესება სოფლის მეურნეობის სფეროში, ხელოვნურ ინტელექტში და დარწმუნებული ვარ, რომ დიდ პროგრესს მივაღწევთ მომავალში ამ სფეროებში. ჩვენ დამატებით ვაუმჯობესებთ ჩვენს ურთიერთობებს და შევძლებთ განვიხილოთ თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, სამხედრო მრეწველობის ობიექტებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ძალიან კარგი ინფორმაცია ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენ ხშირ პოლიტიკურ კონსულტაციებს ვატარებთ, ერთმანეთს მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ გაეროს, არამედ სხვა ინსტიტუტების დონეზე და მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებში შეუძლია სერბეთის მხარდაჭერისა და ხმის იმედი ჰქონდეს და პირიქით, სერბეთს შეუძლია იმედი ჰქონდეს, რომ საქართველო მას მხარს დაუჭერს. ჩვენ სერბეთის მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს.

მე მინდა საჯაროდ მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს. მათ ქვეყანას აქვს უზარმაზარი ზრდის მაჩვენებელი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ფოტოები დემონსტრაციების, პროტესტების, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია. 9,4%-იანი ზრდა – მაჩვენეთ ევროპაში ქვეყანა, რომელსაც ასეთი ზრდა აქვს და მინდა მივულოცო საქართველოს, საქართველოს ხალხს და სახელმწიფოს ასეთი შედეგისთვის, თქვენ იქნებით მისაბაძი მოდელი მომავალი წლისთვის რეგიონში“, – განაცხადა ვუჩიჩმა.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

ერთი ამობრუნდა – ავარია ხონში

დეკემბერი 20, 2025
2.7k
მთავარი

მეგა tv ის ინფორმაციით ხონში, ქალაქის ტერიტორიაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შედეგად ერთი ამობრუნდა. როგორც ადგილზე აცხადებენ  დაშავებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუ რა გახდა ავარიის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

დაწვრილებითDetails

“პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ”- ნინო კალანდაძე უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხეზე

დეკემბერი 20, 2025
108
მთავარი

უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე – საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ნინო კალანდაძე განმარტავს, რა პრობლემები შეიძლება შეექმნათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ ან აწი აპირებენ წასვლას. კალანდაძე ამბობს, რომ მათ, ვისაც...

დაწვრილებითDetails

მოკლული მასწავლებლის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
1.1k
გიგა ავალიანის დედა
მთავარი

მოკლული მასწავლებლის საქმე - გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ორი არასრულწლოვანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. ჯამში მათემატიკის მასწავლებლის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი სანდრო ბაზაძე 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

დეკემბერი 20, 2025
17
მთავარი

,,გალა-დაჯილდოება 2025“ ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის შემდეგ, ამჯერად სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2025 წლის სპორტული შედეგების მიხედვით სხვადსხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილოების ცერემონია, რომელსაც უძღვებოდა...

დაწვრილებითDetails

საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
43
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1990 წელს დაბადებული მ.ს. და 1999 წელს დაბადებული მ.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

დაწვრილებითDetails

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)

დეკემბერი 20, 2025
85
მთავარი

 გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე)- სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.  "გარდაიცვალა თბილისის მეტეხის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი აკაკი (მელიქიძე). ღმერთმა აცხონოს მამა აკაკის სული და დააწესოს იქ სადაცა...

დაწვრილებითDetails

ოზურგეთში მოსწავლის ცემის საქმეზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

დეკემბერი 20, 2025
417
მთავარი

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.  

დაწვრილებითDetails

ექიმებმა კიბოს უჩვეულო სიმპტომი დაასახელეს

დეკემბერი 20, 2025
52
მთავარი

ბრიტანელი ექიმების განცხადებით, ხშირი სლოკინი შესაძლოა ონკოლოგიურ დაავადებაზე მიუთითებდეს. ამის შესახებ Daily Express-ი წერს. სლოკინის მიზეზი შეიძლება ძალიან სწრაფად ჭამა, დიდი რაოდენობით საკვები ან სპირტიანი სასმელის მიღება გახდეს. თუმცა, ამასთან, ზოგიერთ...

დაწვრილებითDetails

ვის და რა შემთხვევაში დაუბრუნდება მართვის მოწმობა – შსს დეტალებს განმარტავს

დეკემბერი 20, 2025
43
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა კანონის პროექტები, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით შეჩერებული მართვის მოწმობების აღდგენასთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი ამნისტია გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით 35 500-მდე პირს შეჩერებული აქვს მართვის...

დაწვრილებითDetails

Facebook-ს ახალ სქემას ტესტავს – რა შეიძლება გახდეს ფასიანი

დეკემბერი 20, 2025
25
მთავარი

Meta, ფეისბუკის შემქმნელი კომპანია ახალ სქემას ტესტავს, რომლის თანახმად, ზოგიერთი მომხმარებლისთვის Facebook-ზე ბმულების გაზიარება ფასიანია. კრეატორებმა Meta-სგან შეტყობინება მიიღეს, რომელიც ამბობს: "Meta Verified-ის არმქონე ზოგიერთი ფეისბუკპროფილი, მათ შორის შენიც, თვეში მხოლოდ ორ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».