LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სარეკლამო შეტყობინებების გათიშვის ფუნქცია უფასო ხდება

hands texting with mobile phones in cafe

“თქვენი შვილი ავარიაში მოყვა…” – ფულის გამოძალვის ახალი თაღლითური სქემა

დაპოსტა 2024/09/16-ში
A A
72
ნახვა
გაზიარება

ფულის გამოძალვის ახალი თაღლითური სქემა – “თქვენი შვილი ავარიაში მოყვა” – თუ ასეთი ტექსტით ტელეფონზე დაგირეკავენ, არ მოტყუვდეთ. ეს აფიორაა.

ხელწერა ყველა შემთხვევაში ერთია – რუსულენოვანი ქალი სახლის ტელეფონზე რეკავს, მოპასუხეს კი ატყუებს, რომ მისი ოჯახის წევრი ავარიაში მოყვა, საავადმყოფოში გადაყვანისა და ოპერაციისთვის კი ფულს ითხოვს. კომუნიკაცია ქაოსურია – თაღლითი ხან ტირის, ხან აგრესიულია და ამბავს მსხვერპლის რეაქციის  შესაბამისად იგონებს.

მსგავსმა ზარებმა უკვე არაერთი ადამიანი შეაშინა. ამ პრობლემაზე აქტიურად წერენ სოციალურ ქსელშიც, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ზარები მოქალაქეებთან, სახლის ტელეფონზე, მთელი ზაფხულის განმავლობაში ხორციელდებოდა. მიზანი იყო ფულის გამოძალვა თუ უბრალოდ ბოროტი ხუმრობა, შედეგად, ათობით ადამიანი შეშინდა. ამ სატელეფონო მახეს დაზარალებული, რომელმაც ზარის ავტორს თანხა ჩაურიცხა, არ ჰყავს, მაგრამ ფსიქოლოგიური სტრესი ნამდვილად ბევრისთვის იყო. იდეის ავტორები, მეტი დამაჯერებლობისთვის, ობიექტსაც შესაბამისი მახასიათებლებით ირჩევენ.

ზოგს არაერთხელ, რამდენჯერმე დაურეკეს – ერთი და იგივე ხმით და ტექსტით, ზოგის მოტყუებაც მარტივი არ აღმოჩნდა.

ზოგ შემთხვევაში, მოქალაქეებს არარეალური შემთხვევა დააჯერეს კიდეც და საავადმყოფომდეც მიიყვანეს. კლინიკაში თანამშრომლებს სცენარი ეცნოთ.

მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სქემის გასაშიფრად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაიწყო, რაც თაღლითობას გულისხმობს. სქემაში მონაწილეებსა და იდეის ავტორს სოლიდური ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან 3-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6732 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6732 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6744 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს ქუთაისში

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
როგორ ხვდება ქუთაისი დამოუკიდებლობის დღეს
მთავარი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. დეტალურ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს: 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, თავდაცვის...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 26-27 მაისს საქართველოში ამინდი არამდგრადი იქნება. ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე ღრუბლიანობა მოიმატებს. 26-27 მაისს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. სინოპტიკოსების ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა...

დაწვრილებითDetails

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მანია ჯულაყიძეს 101 წლის იუბილე მიულოცა

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მანია ჯულაყიძეს 101 წლის იუბილე მიულოცა
მთავარი

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა გიორგაძემ სოფელ დუცხუნში მცხოვრებ მანია ჯულაყიძეს 101 წლის იუბილე მიულოცეს და იუბილარს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. მანია...

დაწვრილებითDetails

“გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში”-პრემიერი

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ტეზერის“ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის...

დაწვრილებითDetails

“გზებზეე დიდი წყლებია, იამები და ჭები არჩანს საერთოდ, მანქანით ჩავვარდიი”-წყალტუბოში საავტომობილო გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო მოქალაქეები წუხან

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
“გზებზეე დიდი წყლებია, იამები და ჭები არჩანს საერთოდ, მანქანით ჩავვარდიი”-წყალტუბოში საავტომობილო გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო მოქალაქეები წუხან
მთავარი

წყალტუბოში ნალექმა პრობლემები შექმნა, სანიაღვრე სისტემის მოუწესრიგებლობამ საავტომობილო გზის დატბორვა გამოიწვია და გზის საფარის დაზიანებული ნაწილის შემჩნევა შეუძლებელი გახადა. მოქალაქე სოციალურ ქსელში დღევანდელი შემთხვევის შესახებ წერს და წყალტუბოს მერიას მეტი...

დაწვრილებითDetails

თურქეთის კლინიკაში 4 წლის სანი (ალექსანდრა) ქირია გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
თურქეთის კლინიკაში 4 წლის სანი (ალექსანდრა) ქირია გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში 4 წლის სანი (ალექსანდრა) ქირიას გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. პატარა სანი მძიმე სენს, ავთვისებიან სიმსივნეს, აგრესიულ ნეირობლასტომას ებრძოდა, ის გარკვეული პერიოდი თურქეთის კლინიკაშიც მკურნალობდა, სამწუხაროდ, პატარა სანის...

დაწვრილებითDetails

მაშველებმა მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

ოკუპირებული გალის რაიონში მდინარე ენგურის არხში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. იგი 36 წლის ალიკა ჭანტურიაა. მისი ცხედარი უკვე გადაასვენეს მის მშობლიურ სახლში. მაშველები სოხუმიდან გალში გუშინ, დღის მეორე...

დაწვრილებითDetails

“ათობით მომხმარებელი მოიწამლა”-ქუთაისში ერთ-ერთ კვების ობიექტს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისი - კვების ობიექტი "ფუდ გალერი". ეს არის ადგილი, სადაც ე.წ. დიეტური კვება მზადდება და მომხმარებლებს ქვეყნის მასშტაბით ეგზავნებათ. სწორედ მათი მენიუს ათობით მომხმარებელი მოიწამლა პარალელურად რამდენიმე ქალაქში. ობიექტი პასუხისმგებლობას...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინისა და თურქეთის მოქალაქეები დააკავეს

by მეგა TV
მაისი 25, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"