LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
”თქვენი მშობლების დამსახურება და ღვაწლი თქვენმა ნაქებმა “სიხლიანმა” რეჟიმმა გაანადგურა” – კლინიკის პასუხი გარდაცვლილი ექიმის შვილს

”თქვენი მშობლების დამსახურება და ღვაწლი თქვენმა ნაქებმა “სიხლიანმა” რეჟიმმა გაანადგურა” – კლინიკის პასუხი გარდაცვლილი ექიმის შვილს

დაპოსტა 2021/02/13-ში
A A
130
ნახვა
გაზიარება

”თქვენი მშობლების დამსახურება და ღვაწლი თქვენმა ნაქებმა “სიხლიანმა” რეჟიმმა გაანადგურა” – ეს პასუხი ქუთაისის მეოთხე პოლიკლინიკის წარმომადგენლებმა დავით ჯანდიერს მას შემდეგ მიწერეს,რაც მან დაწესებულებას ამა კლინიკის ექიმის, თავისი დედის ნეკროლოგის გამოუქვეყნებლობის შესახებ მიწერა.

დავით ჯანდიერი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

”ყველამ იცით ჩემი პირადი ტრაგედია, 6 თებერვალს დედა დავკრძალე. რაც მინდა მოგიყვეთ ჩემთვის არის არაადამიანობის ამბავი და მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა ადამიანის სახე. კიდევ მეგონა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის კადრება არ იყო მოსული. ამ ამბავმა გამახსენა ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელების მოქცევა. შეფასებები თქვენთვის მომინდვია. აი ასეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ეს შეიძლება მოხდეს, სადაც ეს შეიძლება იყოს პასუხი ჭირისუფლისთვის მართლა არ მინდა.

დედაჩემი ექიმი გახლდათ. წლების განმავლობაში სასწრაფოში მუშაობდა, შემდეგ უბნის ექიმად. მამის გარდაცვალების შემდეგ, იქ მომუშავეთა თხოვნას დაეთანხმა და მამის ადგილი დაიკავა და გახდა მე-4 პოლიკლინიკის მთავარი ექიმი. ეს პოლიკლინიკა მამამ ააშენა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. იქ მომუშავე ადამიანებისთის წარმოუდგენელი იყო, ვინმე გარედან მისულიყო მთავარი ექიმის თანამდებობაზე. სწორედ ამიტომ დათანხმდა დედა ამ დიდ თხოვნას. იშრომა, იშრომა ძალიან ბევრი და რამდენიმე წლის წინ ღირსეულად, საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვიდა სამსახურიდან.

ზემოთ ვთქვი რომ დედა პროფესიით ექიმი იყო. ჩვენს ირგვლივ ბევრი ექიმია, მაგრამ გულისხმიერება, რაც დედას ჰქონდა იმდენად იყო აღიარებული, რომ ჩემგან, როგორც შვილისგან ამის თქმა, მერწმუნეთ ხმამაღალი ნათქვამი არ არის. დედა თვითონ ურეკავდა პაციენტებს, გამოძახების გარეშე მიდიოდა მათ სანახავად ბინაზე, გაჭირვებულებს მისი ხარჯით ყიდულობდა წამლებს და ასე დაუსრულებლად. ხო, სიტყვით გვარჩენს ლალი ექიმიო, ასე ამბობდნენ მისი პაციენტები.

იმ ბევრ ადამიანს შორის, რომლებიც დედას დაემშვიდობნენ რამდენიმე დღის წინ, იყვნენ ამ პოლიკლინიკის ძველი და მოქმედი თანამშრომლებიც, რომლებსაც რა თქმა უნდა დიდი მადლობა.

არ გაგიკვირდებათ, რომ ეს დღეები მხოლოდ დედაზე მეფიქრება. სამწუხაროდ აღმოვაჩინე, რომ პოლიკლინიკის ოფიციალურ ვებგვერდზე სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, დედის გარდაცვალებაზე არაფერი ეწერა. ძალიან მეტკინა და მივწერე ამის შესახებ ადმინისტრაციას. პასუხად მივიღე ჯერ რომ არ იცოდნენ დედის გარდაცვალების შესახებ (?!), ხოლო შემდეგ დაამატეს, რომ ჩემი მშობლების დამსახურება და ღვაწლი ჩემმა ნაქებმა ცხრაწლიანმა სისხლიანმა რეჟიმმა გაანადგურა. სხვა ახსნა/პასუხი/მიზეზი დედაჩემის ნეკროლოგის გამოუქვეყნებლობის შესახებ არ დაუსახელებიათ.

ამ პოლიკლინიკის დირექტორი ყოფილა ნინო ჩალაძე. აქამდე მისი არც გვარი ვიცოდი და არც სახელი. ამ პასუხით გამეცნო.

პ.ს. სისხლიანი ცხრა წლის ქება არ მახსოვს, კრიტიკა ბევრი, ისევე როგორც ამ ხელისუფლების, მაგრამ თქვენ ხომ ხართ რაც მთავარია დეპოლიტიზებულები.” – წერს ფეისბუკზე  დავით ჯანდიერი.

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...

დაწვრილებითDetails

შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა
მთავარი

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება. შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს. 22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის...

დაწვრილებითDetails

აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც…-მეუფე საბა
მთავარი

ამ ტკივილიან და მწუხარე დღეებში აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, სამღვდელო პირი თუ ღვთისგან განდგომილი ადამიანები, რომლებმაც ნიშნის მოგებით თქვეს: „აბა, სად არის პატრიარქის ის პირობა, როდესაც მან ბრძანა,- მე უფალი მაშინ წამიყვანს...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეთ პატრიარქის დაკრძალვის დღესთან დაკავშირებით

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
ამონარიდები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან
მთავარი

ინფორმაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი დაიკეტება 22 მარტს, 02:00 საათიდან 08:00 საათამდე, რათა მოწესრიგდეს და მომზადდეს წირვისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა...

დაწვრილებითDetails

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება
მთავარი

საქართველოში 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ აღინიშნება - პროფესიული თარიღი, რომელიც მედიის როლს, პასუხისმგებლობასა და განვითარებას უსვამს ხაზს. ეს დღე უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის - საქართველოს გაზეთი  გამოცემას, რომელიც 1819...

დაწვრილებითDetails

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება
მთავარი

„ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ - ამ სლოგანით აღინიშნება 2026 წელს, დაუნის სინდრომის დღე. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ყოველი წლის 21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე პირთა უფლებების...

დაწვრილებითDetails

სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი- მეუფე ნიკოლოზი
მთავარი

“მე ვფიქრობ, რომ სინოდის პირველივე სხდომაზე უნდა დადგეს მისი წმინდანად შერაცხვის საკითხი, მე პირადად ამის მომხრე ვარ… ” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა

by თამარა ქავთარაძე
მარტი 21, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

მეწყერის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა- ამის შესახებ მარიამ ბეროძე წერს. "ადამიანებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები, მიწები, მამა-პაპის საფლავები… მიწამ ჩაყლაპა წლების ნაშრომი და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წინ რა გველოდება."-...

დაწვრილებითDetails

ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
ირაკლი კობახიძე ვიზიტით უნგრეთში იმყოფება
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა და ამ მძიმე წუთებში ბუდაპეშტში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ...

დაწვრილებითDetails

“უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა”- რომის პაპი

by მეგა TV
მარტი 21, 2026
0
რომის პაპი რუსეთს მოუწოდებს, საშობაო ზავს დათანხმდეს
მთავარი

რომის პაპი ლეონ XIV სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდს სამძიმრის წერილს უგზავნის. როგორც რომის პაპის წერილშია აღნიშნული, უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"