თუ ეს ისევ ცენზურას უკავშირდება და აზრის გამოხატვას , ასეთი რამ კულტურის სფეროს არ სჭირდება. – ასე ეხმიანება თეატრთმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი ”კულტურის კოდექსის” შემოღებას საქართველოში.
“სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებას არ გვაქვს ინფორმაცია რას გულისხმობენ “კულტურის კოდექსი”-ს შექმნაში. თუ ეს უნდა იყოს ქცევის წესი, ქცევის წესები არსებობს უკვე ქართულ თეატრში, ეს არის თითოეული თეატრის დებულება, წესდება. თუ “კულტურის კოდექსი” იქნება შრომის უფლებების დააცვაზე, შრომის უსაფრთხოების დაცვაზე , კი ბატონო მივესალმებით. თუ ეს ისევ ცენზურას უკავშირდება და აზრის გამოხატვას , ასეთი რამ კულტურის სფეროს არ სჭირდება. ის რომ სცენაზე გინება არ შეიძლება, ქუჩაშიც უნდა აიკრძალოს გინება. სრულ აბსურდამდე მივალთ , დაახლოებით ისე, როგორც სიგარეტის მოწევაა აკრძალული დახურულ სივრცეში. პარლამენტის კაბინეტებში შეგივლიათ? ყველგან სიგარეტის სუნი დგას – ის ვინც მიიღო კანონი, თვითონ არღვევს ამ წესს”. – განაცხადა თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშილმა.









